კახა კალაძე  „ჰექსოგენის“ საქმეში უკრაინული სპეცსამსახურების ჩართულობაზე - არ უნდა გაგვიკვირდეს - განსაკუთრებული სიფრთხილით უნდა ვიყოთ

ვინ არიან წარმოდგენილნი უკრაინაში გარკვეულ მაღალ თანამდებობებზე? შემთხვევით, ის პირები ხომ არ არიან, რომლებიც ჩვენს ქვეყანაში ხალხს აწამებდნენ 2012 წლამდე, თუ რაიმე უბედურება ხდებოდა, მათი ჩართულობითა და მათი თანამონაწილეობით ხდებოდა, შემთხვევით, ეს ადამიანები ხომ არ არიან სხვადასხვა მაღალ თანამდებობაზე? ჩვენ არ უნდა გაგვიკვირდეს, განსაკუთრებული სიფრთხილით უნდა ვიყოთ, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რითაც საქართველოში ასაფეთქებელი ნივთიერება „ჰექსოგენის“ შემოტანის საქმეში უკრაინის სპეცსამსახურების კვალთან დაკავშირებით განაცხადა.

კახა კალაძის თქმით, საქართველოს მნიშვნელოვანი პრევენციული ღონისძიება განახორციელა.

„წინასწარ რაიმე განცხადების გაკეთებისგან თავს შევიკავებ, დაველოდოთ კიდევ საგამოძიებო უწყებებს, რომლებიც მუშაობენ ამ მიმართულებით. ძალიან მნიშვნელოვანი იყო პრევენციული ღონისძიების განხორციელება და მადლობა შესაბამის უწყებას და თითოეულ თანამშრომელს, მათი საქმიანობისთვის“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს