პროექტის - „ელექტროენერგიის გზა დაბადებიდან ჩვენამდე“ გამარჯვებულები სემეკს, ტექნიკურ უნივერსიტეტსა და საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას ესტუმრნენ

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) მიერ დაფუძნებული ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის პროექტის, „ელექტროენერგიის გზა დაბადებიდან ჩვენამდე“ გამარჯვებულები სემეკს, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას ეწვივნენ.

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია ავრცელებს.

მათი ცნობით, გამარჯვებულებმა სემეკის შენობაზე განთავსებული მიკროსიმძლავრის ელექტროსადგური, ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკის ფაკულტეტის ლაბორატორიები დაათვალიერეს და საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის სათავო ოფისში განთავსებულ ეროვნულ სადისპეტჩერო ცენტრს ესტუმრნენ, ასევე დაათვალიერეს უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი მართვის ფარი, რომელიც პასუხისმგებელია ქვეყნის ენერგოსისტემის გამართულ მუშაობაზე.

„პროექტი - „ელექტროენერგიის გზა დაბადებიდან ჩვენამდე“ განხორციელდა ქ.ყვარლისა და ქ. თელავის საჯარო სკოლის მოსწავლეებისათვის. პროექტის მიზანს წარმოადგენს ელექტროენერგიის წარმოებიდან მოხმარებამდე სრული ციკლის შესახებ სკოლის მოსწავლეების ინფორმირება, განახლებადი ენერგიების, საქართველოს მწვანე ენერგეტიკული პოტენციალის შესახებ მათი ცნობიერების დონის ამაღლება. პროექტის ფარგლებში, მონაწილეებს ჩაუტარდათ ტრენინგები და გაიმართა მოსწავლეების მიერ შექმნილი თემატური ნამუშევრების გამოფენა, სადაც გამარჯვებულები გამოვლინდნენ. 16 გამარჯვებული ნამუშევრის ავტორს პორტატული და პლანშეტური კომპიუტერები გადაეცა. ამასთანავე, გამარჯვებული მოსწავლეებისთვის ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის ორგანიზებით ერთკვირიანი საზაფხულო სკოლა მოეწყო“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება