კახა კალაძე - სქემა თანხებისა, რომელიც არასამთავრობო სექტორის გავლით შემოდიოდა, გაშიფრულია - დღეს სიახლე შემოიტანეს, როცა თანხების შემოტანა უნივერსიტეტების გავლით უნდათ, თუმცა ყველაფერს მიეხედება და საკადრისი პასუხი გაეცემა!

სქემა თანხებისა, რომელიც არასამთავრობო სექტორის გავლით შემოდიოდა, გაშიფრულია - დღეს სიახლე შემოიტანეს, როცა თანხების შემოტანა უნივერსიტეტების გავლით უნდათ, თუმცა ყველაფერს მიეხედება და საკადრისი პასუხი გაეცემა! - ამის შესახებ დღეს თბილისის მერმა და მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ განაცხადა.

კალაძემ უცხოური დაფინანსებით რევოლუციის მოწყობის მცდელობაზე კიდევ ერთხელ ისაუბრა.

“საზოგადოებისთვის ცხადი და ნათელი გახდა, თუ როგორ ფინანსდებოდა ყველაფერი წლების განმავლობაში. ინიღბებოდა თითქოს რაღაც კეთილ საქმეებს აკეთებდნენ. რეალურად თანხები რევოლუციების მოწყობას, სახელმწიფო გადატრიალების მცდელობებს და იმ ტიპის ადამიანების შექმნას ხმარდებოდა, 30 “აკაცუკი” რომ გვყავს. დედაქალაქში რევოლუციების მოწყობის არაერთი მცდელობა ვნახეთ.

დღეს სიახლე შემოიტანეს, როცა თანხების შემოტანა უნივერსიტეტების გავლით უნდათ, თუმცა ყველაფერს მიეხედება და საკადრისი პასუხი გაეცემა“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს