მარკო რუბიო - პალესტინის სახელმწიფოს აღიარებისკენ მიმართული საერთაშორისო ძალისხმევა ომის დასრულებას ართულებს

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს განცხადებით, პალესტინის სახელმწიფოს აღიარებისკენ მიმართული საერთაშორისო ძალისხმევა „ჰამასს“ აქეზებს და ომის დასრულებას ართულებს.

რუბიომ ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ შეერთებულმა შტატებმა ეს მოსაზრება თავის მოკავშირეებს, მათ შორის გაერთიანებულ სამეფოს, საფრანგეთსა და კანადას, გაუზიარა.

რუბიოს განმარტებით, თუ „ჰამასი“ დაინახავს, რომ გლობალურ მხარდაჭერას იღებს, მან, შესაძლოა, უარი თქვას შეთანხმებებზე და საფრთხე შეექმნას ისრაელელი მძევლების გათავისუფლებას.

მისი თქმით, ღაზას მოსახლეობა მშვიდობიანად ვერ იცხოვრებს, სანამ „ჰამასი“ არ განადგურდება. ამასთან, რუბიოს თქმით, შეერთებულ შტატებს იმედი არ აქვს, რომ „ჰამასი“ იარაღს ნებაყოფლობით დაყრის და მის გასანადგურებლად, შესაძლოა, ხანმოკლე სამხედრო ოპერაცია გახდეს საჭირო.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს  წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს