რასა იუკნევიჩიანე ელენე ხოშტარიას დაკავებაზე - ივანიშვილის რეჟიმმა ყველა ზღვარი გადაკვეთა, ევროკავშირის წევრმა სახელმწიფოებმა უნდა იმოქმედონ, სანქციები ახლავე გვჭირდება

საქართველოს მმართველმა რეჟიმმა ოპოზიციური პარტია „დროას“ ლიდერი, ელენე ხოშტარია დააკავა, ივანიშვილის რეჟიმმა ყველა ზღვარი გადაკვეთა, - ამის შესახებ ევროპარლამენტარი, რასა იუკნევიჩიანე სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.

მისი თქმით, ევროკავშირის წევრმა სახელმწიფოებმა უნდა იმოქმედონ.

„ევროკავშირის წევრმა სახელმწიფოებმა უნდა იმოქმედონ, სანქციები ახლავე გვჭირდება!“, - წერს ევროპარლამენტარი.

ცნობისთვის, ელენე ხოშტარიამ 14 სექტემბერს, კახა კალაძის საარჩევნო შტაბთან, მის ბანერს გაუკეთა წარწერა „რუსული ოცნება“. შესაბამისი ვიდეო სოციალურ ქსელში მან თავადვე გაავრცელა და განაცხადა, რომ ამ ფორმით სოლიდარობას უცხადებს მეგი დიასამიძეს, რომელიც რამდენიმე დღის წინ სწორედ კახა კალაძის საარჩევნო ბანერის დაზიანების ფაქტზე დააკავეს.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს