პროკურორი - დაიკითხა ლევან ჯანგველაძის მეგობარი, რომელიც მკვლელობის დროს ახლდა და რომელმაც დაადასტურა საფრთხე, რაც გელა უძილაურისგან მოდიოდა, როდესაც  გასროლა მოხდა

დღეს ბრალდების მხარემ დაკითხა ლევან ჯანგველაძის მეგობარი, რომელიც ახლდა მას მკვლელობის დროს და დაადასტურა ის საფრთხე, რაც მოდიოდა უშუალოდ გელა უძილაურისგან , - ამის შესახებ ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმის პროკურორმა, ლევან ვეფხვაძემ სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

ვეფხვაძის თქმით, მოწმემ დაადასტურა, რომ ჯანგველაძე საქართველოში საფრთხეს გრძნობდა და ეშინოდა.

“დღეს ბრალდების მხარემ დაკითხა თერთმეტი მოწმე და დადასტურდა ის ფაქტობრივი გარემოებები, რომ შემთხვევის ადგილზე მკვლელობა ჩაიდინა გელა უძილაურმა. ასევე, დადასტურდა, თუ რა მარშრუტი გაიარა მან, როცა თავისი საცხოვრებელი სახლიდან გამოვიდა და უშუალოდ შემთხვევის ადგილზე მივიდა. გარდა ამისა, დაიკითხა უშუალოდ ლევან ჯანგველაძის მეგობარი, რომელიც ახლდა მკვლელობის დროს ლევან ჯანგველაძეს, რომელმაც დაადასტურა ის საფრთხე, რაც მოდიოდა უშუალოდ გელა უძილაურისგან, როდესაც მოხდა გასროლა და ასევე დაადასტურა, რომ ლევან ჯანგველაძე ფრთხილობდა და მას გარკვეული შიშები ჰქონდა საქართველოში, შესაბამისად, ის მტკიცებულებები, რომელიც გამოკვლეული იქნა, საბოლოო ჯამში, მთლიანი ანალიზის საფუძველზე ასაბუთებს, რომ გელა უძილაურმა ჩაიდინა შეკვეთით, ანგარებით განზრახ მკვლელობა თუმცა, სასამართლო პროცესები გრძელდება და შემდეგ პროცესებზე აქტიურად მოხდება მტკიცებულებების გამოკვლევა.

ასევე, ჩვენ გამოვიკვლიეთ უშუალოდ შემთხვევის ვიდეო-მასალა და ასევე, შემთხვევის ადგილის სურათი.

საქმესთან დაკავშირებით ვინც არის დაკითხული, ყველა არის შესწავლილი გამოძიების მიერ და საქმეში დევს ყველა ინფორმაცია მათთან დაკავშირებით.

ტარდება ძალიან კომპლექსური გამოძიება და აბსოლუტურად ყველა ვერსიის გადამოწმება ხდება გამოყოფილ საქმესთან მიმართებაში და ამას თქვენც ნახავთ, როდესაც გამოყოფილ საქმეზე დაიწყება საქმის არსებითი განხილვა”, - განაცხადა პროკურორმა.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება