ადვოკატი ლევან ჯანგველაძის მკვლელობის ფაქტზე ბრალდებული გელა უძილაურის ოჯახის მისამართით გაჟღერებული მუქარების ფაქტზე საგამოძიებო უწყებებისგან დროულ გამოძიებას ითხოვს

ე.წ. კანონიერი ქურდის, მერაბ ჯანგველაძის ძმის, ლევან ჯანგველაძის მკვლელობისა და მისი მძღოლის, გია ჩადუნელის მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ბრალდებულ გელა უძილაურის ადვოკატი გიორგი გამხიტაშვილი საგამოძიებო უწყებებს მიმართავს და უძილაურის ოჯახის მისამართით გაჟღერებული მუქარების ფაქტზე დროულ გამოძიებას ითხოვს.

როგორც გამხიტაშვილი აღნიშნავს, მუქარისა და გელა უძილაურის მშობლების სახლის გადაწვის მცდელობის ფაქტზე გამოძიება დაწყებულია, თუმცა, ის გამოძიების დროულად წარმართვას ითხოვს.

"მინდა შინაგან საქმეთა სამინისტროს მივმართო, მოგეხსენებათ, იქ მიმდინარეობს გამოძიება ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი პირის მშობლის საცხოვრებელი სახლის გადაწვის მცდელობის ფაქტზე, ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარეობს გამოძიება ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი პირის ოჯახის წევრების მიმართ მუქარის განხორციელების ფაქტზე. შინაგან საქმეთა სამინისტროს და გენერალურ პროკურატურას მოვუწოდებ, დროულად ჩაატარონ ყველა საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება დანაშაულის ჩამდენი პირების მხილების მიზნით. გამოძიება მიმდინარეობს და საქმის დეტალებთან დაკავშირებით კომენტარს ვერ გავაკეთებ და ვერც შინაარსზე ვისაუბრებ", - განაცხადა გამხიტაშვილმა.

ცნობისთვის, ლევან ჯანგველაძის მკვლელობის ბრალდებით გელა უძილაურია დაკავებული.

შემთხვევა 2025 წლის 14 მარტს 23:30 საათზე თბილისში, ილია ჭავჭავაძის გამზირზე მოხდა. პროკურატურის ინფორმაციით, უძილაურმა ხალხმრავალ ადგილზე ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე ესროლა ლევან ჯანგველაძეს და მის მძღოლს გია ჩადუნელს. მიღებული მრავლობითი დაზიანების შედეგად ჯანგველაძე შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო ჩადუნელი ცეცხლსასროლი იარაღიდან მიყენებული ჭრილობებით საავადმყოფოში გადაიყვანეს.

გელა უძილაურს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19.109-ე მუხლის „ბ“ და „ლ“ ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობის მცდელობა ჩადენილი ორის პირის მიმართ, ისეთი საშუალებით რომელიც საფრთხეს უქმნის სხვათა სიცოცხლეს და ჯანმრთელობას) და 236-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილებით (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე, ან უვადოდ თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
არმაზ ახვლედიანი - „ქართულმა ოცნებამ“ ისეთ დღეში ჩაიგდო თავი, რომ იმ უიშვიათეს შემთხვევაშიც კი, როცა ის შესაძლოა, მართალიცაა, მისი აღარავის სჯერა
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო