„ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ინფორმაციით, ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 16 სექტემბერს 01:00-დან 02:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს სოფელ დიღომში, დიდგორსა და ვეძისში; 11:00-დან 18:30 საათამდე აბონენტებს თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში ღულელები, ხევსურთსოფელი, სიმონიანთხევი, გორანა და მიმდებარე სოფლებში; 11:30-დან 16:00 საათამდე აბონენტებს მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში ზემო ლისი, გეოლოგების მიწა, მსხალდიდი და მიმდებარე სოფლებში; 12:00-დან 17:00 საათამდე აბონენტებს მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში საგურამო, წიწამური და მიმდებაე სოფლებში; 13:00-დან 18:30 საათამდე აბონენტებს სოფელ დიღომში რუსთაველის, ჯავახიშვილის, ჩარგალეთის და მიმდებარე ქუჩებზე; 13:30-დან 16:05 საათამდე აბონენტებს სოფელ გლდანში მეგობრობის, ერმალოზ კობერიძის, მამკოდა და მიმდებარე სოფლებში.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.