პრემიერი - კონკრეტულმა ფიგურანტმა განაცხადა, რომ ასაფეთქებელი ნივთიერება საქართველოში შემოტანილი იქნა უკრაინის სპეცსამსახურების დავალებით, რაც სამწუხაროა - ვრჩებით უკრაინის ხელისუფლებასთან ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმში

საქმის კონკრეტულმა ფიგურანტმა განაცხადა, რომ ასაფეთქებელი ნივთიერება საქართველოში შემოტანილი იქნა უკრაინის სპეცსამსახურების დავალებით, რაც ჩვენთვის ძალიან სამწუხაროა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც ასაფეთქებელი ნივთიერების უკრაინიდან შემოტანის საქმეს ეხებოდა.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, ეს არის ძალიან დასანანი.

„ზოგადად, ასეთი უხეში დამოკიდებულება ჩვენი სახელმწიფოს მიმართ არის ძალიან დასანანი, თუმცა ეს რა მოსატანია, როდესაც ჩვენ ვისმენდით უკრაინელი მაღალჩინოსნების პირდაპირ განცხადებებს იმასთან დაკავშირებით, რომ მათ სურდათ საქართველოში ეხილათ მეორე ფრონტი. ეს დამოკიდებულება არის დასანანი. ჩვენ ვრჩებით უკრაინის ხელისუფლებასთან ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმში, გამომდინარე იმ ვითარებიდან, რომელიც ჩვენს მეგობარ ქვეყანაშია შექმნილი", - განაცხადა პრემიერმა.

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ყველა შესაბამისი სახელმწიფო უწყება ბოლომდე იქნება ფხიზლად და ყურადღებით, იმისათვის, რომ გარე, გაუმჭვირვალე დაფინანსებით არავის მიეცეს პროცესების რადიკალიზაციის შესაძლებლობა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რადიკალიზმის გაღვივების ყველა მცდელობა დაკავშირებულია უცხოურ სპეცსამსახურებთან, რაც განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებს.

„ყველა შესაბამისი სახელმწიფო უწყება ბოლომდე იქნება ფხიზლად და ყურადღებით, იმისათვის, რომ ჩვენ გარე დაფინანსებით, გაუმჭვირვალე დაფინანსებით არავის მივცეთ პროცესების რადიკალიზაციის შესაძლებლობა. თქვენ ხედავთ, ადამიანებს უმახინჯნებენ სულს, ადამიანებს უმახინჯებენ სახეს და ეს ძალიან სერიოზული პრობლემაა. უცხოური სპეცსამსახურები არიან დაკავებული საქართველოში ადამიანების სხვა მიმართულებით, არასწორი მიმართულებით განვითარებით. თქვენ ნახეთ ქართველი ლიბერალები და შეგიძლიათ, შეადაროთ ისინი მაგალითად ამერიკელ ლიბერალებს, ზუსტად ერთი და იგივე სახეები არიან, ზუსტად ერთი და იგივე ნიშნით გამოირჩევიან ისინი, რომ მათ ჯიში აქვთ დაკარგული. ეს ძალიან სამწუხაროა, ჩვენ ყველანაირად უნდა აღვუდგეთ წინ ფსევდოლიბერალიზმის გავრცელებას ჩვენს ქვეყანაში", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი