ირაკლი კობახიძე - რაც გამოიარა ეუთო/ოდირმა საქართველოში, შეურაცხყოფა, ათასი უბედურება, მესმის, რომ მათ მაინცდამაინც მაღალი მოტივაცია არ ჰქონდათ

რეალურად საკმარისი დრო იყო ერთი თვე იმისათვის, რომ ეუთო/ოდირი ჩამოსულიყო საქართველოში, თუმცა ჩვენ გვესმის იმ გამოწვევების გათვალისწინებით, შეურაცხყოფა, ათასი უბედურება, რაც გამოიარა ეუთო/ოდირმა საქართველოში, მე მესმის, რომ მათ მაინცდამაინც მაღალი მოტივაცია არ ჰქონდათ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ერთი თვით ადრე ეუთო/ოდირის მოწვევა არის ჩვეულებრივი პრაქტიკა.

„არის ჩეხეთის მაგალითი, ერთი თვით ადრე იყო ზუსტად, 2-ში მოიწვიეს. მისიის ანგარიშში წერია სწორედ ის, რომ ელოდებოდნენ მოწვევას, მოსალოდნელ მოწვევას უკავშირდებოდა, მოწვეული არ იყო. მინდა, შეგახსენოთ, რომ როდესაც საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართა 2008 წელს 5 იანვარს, 2007 წლის 6 დეკემბერს მოიწვიეს, ერთი თვე ეყო მაშინ ეუთო/ოდირს. ამიტომ აქ სასპეკულაციო საერთოდ არაფერია, რეალურად საკმარისი დრო იყო ერთი თვე იმისათვის, რომ ეუთო/ოდირი ჩამოსულიყო საქართველოში, თუმცა ჩვენ გვესმის იმ გამოწვევების გათვალისწინებით, შეურაცხყოფა, ათასი უბედურება, რაც გამოიარა ეუთო/ოდირმა საქართველოში, მე მესმის, რომ მათ მაინცდამაინც მაღალი მოტივაცია არ ჰქონდათ", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი