ირაკლი კუპრაძე - ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი - თბილისი გახდება კავკასიის მთავარი ევროპული ქალაქი

ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი - თბილისი გახდება კავკასიის მთავარი ევროპული ქალაქი, - ამის შესახებ „ლელო-ძლიერი საქართველოსა“ და „გახარია საქართველოსთვის“ თბილისის მერობის კანდიდატმა ირაკლი კუპრაძემ „ლელო-ძლიერი საქართველო“ თბილისში საარჩევნო პროგრამის პრეზენტაციაზე განაცხადა.

საარჩევნო პროგრამა „ლელო-ძლიერი საქართველოსა“ და პარტია „გახარია საქართველოსთვის“ თბილისის მერობის კანდიდატმა, ირაკლი კუპრაძემ და „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა წარადგინეს.

კოალიციის ლიდერებმა პრეზენტაციისას თბილისის განვითარების ცხრა მთავარი პრიორიტეტი დაასახელეს: „ახალი სარტყელი, ახალი შესაძლებლობა“; “თბილისი - მწვანე ქალაქი“; „საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოდერნიზება და განვითარება; უსაფრთხო სამშენებლო პოლიტიკა; თბილისი ავარიული სახლების გარეშე; მიუსაფარი ცხოველების პრობლემის სისტემური გადაწყვეტა; ჯანდაცვის განვითარება და უფასო მედიკამენტები; ახალი სოციალური პოლიტიკა; თბილისი - სუფთა ქალაქი.

თბილისის მერობის კანდიდატის, ირაკლი კუპრაძის განცხადებით, პარტიის მიერ წარმოდგენილი პროგრამა რეალური და საჭიროებებზე მორგებულია და გამარჯვების შემთხვევაში თბილისი აუცილებლად გახდება კავკასიის მთავარი ევროპული ქალაქი.

„თბილისი, როგორც კავკასიის მთავარი ქალაქი, დღეს სამწუხაროდ აღარ არსებობს. აღარ არსებობს იმ უპერსპექტივობის გამო, რაც ივანიშვილმა ჩვენს ქვეყანაში დაატრიალა. აღარ არსებობს ის იმედი, რომელიც თითქოს და დაგვაჯერა, რომ არაფერი არ გამოგივათ. ჩვენ ყოველთვის ვამბობთ, ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი. თბილისი თქვენთან ერთად გახდება კავკასიის მთავარი ევროპული ქალაქი“, - განაცხადა ირაკლი კუპრაძემ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს