გიგი წერეთელი - დე ფაქტო ხელისუფლებისთვის ერთი ამოცანა არსებობს, რომ შეინარჩუნოს მართვის სადავეები - ელენე ხოშტარიას დაკავება, დაშინების მაგალითია

"ევროპული საქართველოს" ლიდერის, გიგი წერეთლის განცხადებით, ხელისუფლების მთავარი მიზანი ძალაუფლების შენარჩუნებაა და ამისთვის იყენებს დაშინების მექანიზმს.

როგორც წერეთელმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში “360 გრადუსი“ აღნიშნა, მას შემდეგ რაც საზოგადოების რეაქცია ხელისუფლების ანტიდასავლურ რიტორიკასა და ევროინტეგრაციის შეჩერებაზე მკაფიოდ გამოჩნდა, რეპრესიები გაძლიერდა.

„ვხედავთ, რომ დე ფაქტო ხელისუფლებისთვის ერთი ამოცანა არსებობს, რომ შეინარჩუნოს მართვის სადავეები და გაიხანგრძლივონ ყველაფერი, შესაბამისად, ამ მიზნით მისაღწევად არის დაშინების მექანიზმი. ჩვენ ამას ვხედავთ ყოველდღიურად, განსაკუთრებით, მას შემდეგ, რაც კიდევ უფრო მკაფიოდ დაინახეს ადამიანების რეაქცია მათ ანტიდასავლურ რიტორიკაზე, ევროინტეგრაციის შეჩერებაზე და იმ პერსპექტივების დაკარგვაზე, რაც რეალისტურია.

დარჩენილია რეპრესიები და ამაში ვრწმუნდებით ყოველდღე. დღეს ელენე ხოშტარიას დაკავება, სამაგალითო დაშინების მაგალითია. მთავარი შიში და საფრთხე არის რევოლუციის შიში. მსოფლიოში ყველა ხელისუფლებას ეშინია ხალხის, საზოგადოების პროტესტის და რისხვის“,- განაცხადა გიგი წერეთელმა.

მისივე თქმით, მშვიდობიან ცვლილებაზე საუბარი არ უნდა იყოს პატიმრობის საფუძველი.

გიგი წერეთელი აცხადებს, რომ პროტესტის მთავარი მიზანი კრიტიკული მასის მობილიზებაა, რათა ხელისუფლებაზე ზეწოლა მოხდეს. მისი თქმით, ყველა მშვიდობიანი ცვლილების მთავარი ამოცანა მასიურობაა.

„მაქვს სურვილი და მოლოდინი, რომ მშვიდობიანად მოხდეს. პროტესტის ამოცანა არის ის, რომ იმდენი კრიტიკული მასა იყოს, რომ ხელისუფლებაზე იმოქმედოს. ყველა მშვიდობიანი ცვლილების მთავარი ამოცანა იყო მასიურობა.

რას ნიშნავს, როცა ადამიანმა განცხადება გააკეთა მშვიდობიან ცვლილებაზე, ეს როგორ შეიძლება გახდეს პატიმრობის საფუძველი. სამართლებრივად წარმოუდგენელია ილაპარაკო, რადგან ამაში არის პოლიტიკური საფუძვლები. რაღაც ჩაითვლება დანაშაულად, რაღაც არა. ეს არის, სწორედ ავტოკრატიული ხელისუფლების მახასიათებელი, რომ ის თავად განსაზღვრას დანაშაულს“,- განაცხადა გიგი წერეთელმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს