ნიკოლას მადურო - აშშ-ის მთავრობა ვენესუელაზე კრიმინალური შეტევის დაწყების გამართლებას ცდილობს - ეს აგრესიაა

აშშ-ის მთავრობა ვენესუელაზე კრიმინალური შეტევის დაწყების გამართლებას ცდილობს, - ამის შესახებ ვენესუელის პრეზიდენტმა, ნიკოლას მადურომ განაცხადა.

ნიკოლას მადუროს შეფასებით, აშშ-სა და ვენესუელას შორის ბოლო დროს მომხდარი ინციდენტები ვაშინგტონის მხრიდან აგრესიას წარმოადგენს და არა დაძაბულობას.

„ეს დაძაბულობა არ არის. ეს აგრესიაა, ეს პოლიციის აგრესიაა, ეს პოლიტიკური აგრესიაა, ეს დიპლომატიური და სამხედრო ხასიათის აგრესიაა“, - განაცხადა ნიკოლას მადურომ.

ასევე, მისი თქმით, ბოლო დროს აშშ-სა და ვენესუელის მთავრობებს შორის კომუნიკაცია აღარ არის.

„აშშ-ის მთავრობასთან კომუნიკაცია დაკარგულია და ეს დაკარგულია მათ მიერ ბომბების, სიკვდილისა და შანტაჟის მუქარით“, - აღნიშნა მადურომ.

შეგახსენებთ, აშშ-სა და ვენესუელას შორის დაძაბულობა ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში მას შემდეგ გაიზარდა, რაც აშშ-მა კარიბის ზღვის სამხრეთში სამხედრო ხომალდები და გამანადგურებელი თვითმფრინავები გაგზავნა. თეთრი სახლის განცხადებით, აღნიშნული ნაბიჯის მიზანს ნარკოკარტელების განეიტრალება წარმოადგენს.

ამასთან, მიმდინარე თვის დასაწყისში აშშ-მა კარიბის ზღვაში ვენესუელიდან გამოსულ ნავს დაარტყა, რის შედეგადაც 11 ადამიანი დაიღუპა. თეთრი სახლის ცნობით, ნავს არალეგალური ნარკოტიკები გადაჰქონდა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს