მარკო რუბიო - შესაძლოა, მომავალ კვირას დონალდ ტრამპი ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდეს

შესაძლოა, მომავალ კვირას დონალდ ტრამპი ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდეს, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ განაცხადა.

მარკო რუბიოს ცნობით, აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის სავარაუდოდ, მომავალ კვირას ნიუ-იორკში, გაერო-ს გენერალური ასამბლეის ფარგლებში შეხვდება.

„პრეზიდენტს პუტინთან რამდენიმე სატელეფონო საუბარი ჰქონდა, ასევე რამდენიმე შეხვედრა ზელენსკისთან, მათ შორის, შესაძლოა, მომავალ კვირას ნიუ-იორკში კიდევ ერთი შედგეს“, - განაცხადა მარკო რუბიომ.

მისი თქმით, დონალდ ტრამპი ერთადერთია, ვისაც ვლადიმერ პუტინთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან და ევროპელებთან საუბარი შეუძლია.

„თუ ის [დონალდ ტრამპი] ამ პროცესს გამოეთიშება, ან რუსეთს სანქციებს დაუწესებს, მაშინ მსოფლიოში არავინ დარჩება, ვინც შუამავლის როლის შესრულებას შეძლებს“, - აღნიშნა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს