Turning Point - ლიდერობის პროგრამა ტოპ მენეჯერებისთვის - ახალი ხედვა ქართულ ბაზარზე

Turning Point არის ლიდერობის პროგრამა, რომელიც სპეციალურად მაღალი რგოლის მენეჯერებისთვის შეიქმნა. „გარდამტეხი წერტილი“ ლიდერებს შესაძლებლობას აძლევს, გააკეთონ სტრატეგიული პაუზა, გადააფასონ გამოცდილება და ახალი ნაბიჯები გადადგან, რათა თანამედროვე ბიზნესგარემოში კიდევ უფრო ეფექტიანები და კონკურენტუნარიანები გახდნენ.

პროგრამა ეფუძნება ხუთ ურთიერთდაკავშირებულ განზომილებას, რომლებიც თანმიმდევრულად წარმოაჩენენ ლიდერის ტრანსფორმაციის მარშრუტს:

  • სტრატეგიული ლიდერობა - სისტემური აზროვნება და რთული რეალობის გარდაქმნა შესაძლებლობად;
  • პიროვნული ლიდერობა - ღირებულებებზე დაფუძნებული მართვის სტილი, მოტივაციის წყაროების გააზრება და ავთენტური ლიდერობის საფუძვლები;
  • ლიდერობა კრიზისში - ლიდერის ძალა კრიზისის ეპიცენტრში;
  • ლიდერის მთლიანობა კომუნიკაციაში - ხმა და სიტყვა, რომლებიც ასახავენ ლიდერის შინაარსს;
  • Trigger Case Lab - რეალური ქეისები, სადაც სწორი პასუხი არ არსებობს, მაგრამ სწორი მიდგომა და კითხვები ცვლიან შედეგებს.

პროგრამას უძღვებიან ქართველი მენტორები, რომელთაც წამყვან კომპანიებთან და ორგანიზაციებთან მრავალწლიანი გამოცდილება აქვთ. მათი ექსპერტიზა და ქართულ რეალობაზე მორგებული მიდგომები ქმნის უნიკალურ შესაძლებლობას, რომ მაღალი რგოლის მენეჯერებმა გააძლიერონ საკუთარი ლიდერობის სტილი და ორგანიზაციებში რეალური ცვლილება მოიტანონ.

Turning Point იმ ლიდერებისთვისაა, ვისაც სურს საკუთარი ძალებისა და უნარების ხელახლა აღმოჩენა; ვისაც სურს, ცოტა ხნით შეჩერდეს, რათა შემდეგ უფრო მტკიცედ და გაცილებით უფრო შორს წავიდეს. პროგრამის ფარგლებში მონაწილეები არამხოლოდ მიიღებენ ახალ ცოდნას, არამედ გაივლიან სიღრმისეულ შინაგან ტრანსფორმაციას - ახლებურად შეაფასებენ საკუთარ აზროვნებას, აღადგენენ ენერგიას და შექმნიან მდგრადობაზე ორიენტირებულ ხედვას, რაც პირდაპირ აისახება მათი და მათი ორგანიზაციების შედეგებზე”,- ამბობს პროგრამის ავტორი და წამყვანი მენტორი თამარ ყაჭაშვილი.

“გარდამტეხი წერტილის” პროგრამის პირველ ნაკადზე მიღება გამოცხადებულია, 20 სექტემბრამდე კი მოქმედებს სპეციალური შეთავაზება.

შეხვედრები 11 ოქტომბრიდან აიღებს სტარტს, სესიები Pullman Axis Towers-ში გაიმართება. მონაწილეებს კი ელით 48-საათიანი პროგრამა, რომელიც მოიცავს რვა შეხვედრას - სამუშაო გარემოსა და მენეჯერუული ენერგიის აღდგენის კომფორტულ კომბინაციას.

რეგისტრაციისთვის ეწვიეთ: turningpoint.ge/registration

დეტალები პროგრამის შესახებ: www.turningpoint.ge

(R)

პაატა ცაგარეიშვილი - სომხეთის ტერიტორიაზე სატრანსპორტო დერეფნების დებლოკირებით მეზობელი ქვეყანა სატრანზიტო სტატუსს შეიძენს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.12.2025
BDO × ITMC: როგორ აძლიერებს BDO-ს ექსპერტიზა ITMC-ის როლს რეგიონულ ლოგისტიკურ ეკოსისტემაში
Tower Group-ის პრემიალურ პროექტებზე წინასაახალწლო, განსაკუთრებული ფასებია
BDO Academy-მ შპს „ნიკორა“-ში სწავლების ელექტრონული მართვის სისტემა (LMS) დანერგა
კომპანია „მანი მუვერსმა“ „ნეოლეთის“ 100%-იანი წილი შეიძინა
საახალწლო შეთავაზება APEX Development-ის ბინებზე
13-14 დეკემბერს „ბიბლუსში“ თიბისის ბარათებით გადახდისას 30%-იანი ქეშბექი გელოდებათ