„სვის კაპიტალი“ „სკაპის“ სახელით აგრძელებს საქმიანობას - რებრენდინგის მიზანი და სტრატეგია

ტრადიციებზე დაფუძნებული ღირებულებები და ხედვები, 35 ფილიალი და ახლა უკვე თანამედროვე მობილური აპლიკაცია - „სვის კაპიტალი“ დაარსებიდან 15 წლის იუბილეს აღნიშნავს, თუმცა უკვე SCAPP-ის სახელით, განახლებული ვიზუალური იდენტობითა და შესაძლებლობებით, რომელიც მიკროსაფინანსო სექტორში მას წამყვან ფინანსურ ინსტიტუტად აქცევს.

სახელი - „სკაპი“ (SCAPP) ერთგვარად მომხმარებლისგან არის ნაკარნახევი და სიმბოლურად გამოხატავს კომპანიის ხედვას, შემოიტანოს ინოვაციები და სიმარტივე და შექმნას თანამედროვე ფინანსური სერვისები. რებრენდინგის ფარგლებში მეტი აქცენტი კეთდება იმ ციფრულ შესაძლებლობებზე, რაც ორგანიზაციის სერვისებში ბოლო წლებში დაინერგა, გრძელდება მათი გაძლიერება და განვითარება და განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა სოციალურ პასუხისმგებლობას, მათ შორის მდგრადობის ინიციატივების მიმართულებით.

დაფუძნებიდან - 2010 წლიდან დღემდე, კომპანია ქმნის ახალ გზებსა და შესაძლებლობებს ყველასთვის: ინდივიდუალური მომხმარებლებისთვის, თვითდასაქმებულებისა თუ საოჯახო ბიზნესებისთვის, რომელთაც პირადი ფინანსების მართვასა თუ საქმიანი მიზნების მიღწევაში ხელშეწყობა სჭირდებათ.

დღეიდან კი „სკაპი“, უცვლელი ორგანიზაციული სტრუქტურითა და გუნდის იგივე შემადგენლობით, აღნიშნულ შესაძლებლობებს ფართო საზოგადოებისთვის კიდევ უფრო ხელმისაწვდომს გახდის ციფრული სერვისების დანერგვისა და მომხმარებელზე მორგებული, კიდევ გამჭვირვალე კომუნიკაციის გზით.

(R)

ავთანდილ  წულაძე - ბევრი თვლის, რომ პუტინი ათამაშებს ტრამპს, რომ მოატყუოს, ჩემი აზრით კი, პირიქითაა - ტრამპი ათამაშებს პუტინს
ქართული პრესის მიმოხილვა 23.02.2026
ნაკლები ტრავმა, მეტი სიზუსტე: ქირურგიის ახალი ერა Da Vinci Single Port-ით უკვე ხელმისაწვდომია MEMORIAL-ში
„ბორჯომი“ წარმოგიდგენთ პირველ 100%-ით ნატურალურ ენერგეტიკულ სასმელს - „ენერგია ბორჯომისგან“ - ბუნების ძალა!