„საქართველოს ბანკსა“ და საქართველოს ტურიზმის ასოციაციას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

„საქართველოს ბანკისთვის“ ქვეყანაში ტურიზმის სექტორის გაძლიერება ერთ-ერთი პრიორიტეტულია და ამ მიმართულებით ბიზნესების მხარდაჭერას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. სწორედ ამ მიზნით, ბანკსა და საქართველოს ტურიზმის ასოციაციას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

მემორანდუმს ხელი საქართველოს კორპორაციული კლიენტების მომსახურების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ, ლალი ყელაურაძემ და საქართველოს ტურიზმის ასოციაციის თავმჯდომარემ, ნატალია კვაჭანტირაძემ მოაწერეს.

აღნიშნული მემორანდუმის მიზანს საქართველოში ტურიზმის ინდუსტრიის გაძლიერება, აღნიშნულ სექტორში კომპეტენციის გაზრდა, ცოდნის გაზიარება და საუკეთესო პრაქტიკების დანერგვა წარმოადგენს.

„საქართველოს ბანკი“ მრავალი წელია, სტუმარ-მასპინძლობის სექტორის მხარდამჭერია. მოხარულები ვართ საქართველოს ტურიზმის ასოციაციასთან მემორანდუმის გაფორმებით. ამ პარტნიორობის ფარგლებში, სამომავლოდ, არაერთი საინტერესო ღონისძიების, ვორქშოფებისა და ამ სექტორში მომუშავე ბიზნესების გაძლიერებისკენ მიმართული ინიციატივების განხორციელება არის დაგეგმილი. მიგვაჩნია, რომ აღნიშნული თანამშრომლობა მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ქვეყანაში ტურიზმის სექტორის განვითარებაში“, - განაცხადა საქართველოს ბანკის კორპორაციული კლიენტების მომსახურების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ, ლალი ყელაურაძემ

„საქართველოს ტურიზმის ასოციაციის პრიორიტეტი ქვეყანაში ტურიზმისა და სტუმარ-მასპინძლობის სექტორის მდგრადი განვითარება და ხელშემწყობი მექანიზმების შემუშავებაა. მემორანდუმის ფარგლებში, საქართველოს ბანკთან დაგეგმილი აქტივობები და მჭიდრო თანამშრომლობა ხელს შეუწყობს ასოციაციას განახორციელოს დასახული მიზნები ტურიზმის ინდუსტრიის მხარდასაჭერად“, - ნატალია კვაჭანტირაძე, საქართველოს ტურიზმის ასოციაციის თავმჯდომარე.

(R)

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება