კახა კალაძე - ევროკავშირის ელჩი, ჩვეულებრივად ნაწილია ძალადობრივი დაჯგუფების, რომელიც მათივე დაფინანსებით და მხარდაჭერით არის შექმნილი

ევროკავშირის ელჩი ძალადობრივი დაჯგუფების ნაწილია, რომელიც მათივე დაფინანსებით და მხარდაჭერით არის შექმნილი - ყველანაირი წითელი ხაზი გადაკვეთილია, აქ დიპლომატია და დიპლომატიური ურთიერთობები არაფერ შუაშია, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც უპასუხა კითხვას „ევროკავშირის ელჩისა და აქტივისტების შეხვედრის შესახებ“.

კალაძის თქმით, ყველამ უნდა იცოდეს, რომ „შემთხვევით არაფერი ხდება და დაფინანსება გარედან შემოდის“.

„ეს ადამიანები ჩვეულებრივად, წამხალისებლები არიან იმ ექსტრემიზმის, იმ ძალადობრივი დაჯგუფებების, რომლებიც დღეს, სამწუხაროდ, ქვეყანაში გვყავს. ჩვეულებრივად აფინანსებენ, არც ერიდებიან, არც მხარდაჭერას გამოხატვის ერიდებათ. იმავე ევროკავშირის ელჩი, ჩვეულებრივად ნაწილია ძალადობრივი დაჯგუფების, რომელიც მათივე დაფინანსებით და მხარდაჭერით არის შექმნილი. ყველანაირი წითელი ხაზი გადაკვეთილა. აქ დიპლომატია და დიპლომატიური ურთიერთობები არაფერ შუაშია. მისი ქმედებები ყველანაირ წითელ ხაზს კვეთს, როდესაც საქმე ეხება საზოგადოების გახლეჩის მცდელობას, დაპირისპირებას, ქვეყანაში რევოლუციის მოწყობას. ყველამ უნდა იცოდეს, რომ შემთხვევით არაფერი ხდება. ეს ყველაფერი იმართება გარედან. გარედან შემოდის დაფინანსება. გარედან ხდება ძალადობრივი დაჯგუფებების წახალისება, საზოგადოების გახლეჩის მცდელობა და ა.შ“,- განაცხადა კახა კალაძემ.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს