გაერო-ს საგამოძიებო კომისიის განცხადებით, ისრაელმა ღაზაში გენოციდი ჩაიდინა

გაერო-ს საგამოძიებო კომისიის განცხადებით, ისრაელმა ღაზაში გენოციდი ჩაიდინა, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

გაერო-ს საგამოძიებო კომისიის დასკვნის თანახმად, ისრაელმა ღაზაში გენოციდი ჩაიდინა, ხოლო ისრაელის ქმედებებს ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიჰუმ და სხვა ოფიციალურმა პირებმა ხელი შეუწყვეს.

„ღაზაში გენოციდი მიმდინარეობს. სასტიკ დანაშაულებზე პასუხისმგებლობა უმაღლესი დონის ისრაელის ოფიციალურ პირებს ეკისრებათ, რომლებიც თითქმის ორი წელია ღაზაში გენოციდს ახორციელებენ, კონკრეტული მოტივით, რომ ღაზაში პალესტინელები გაანადგურონ“, - განაცხადა საგამოძიებო კომისიის ხელმძღვანელმა, ნავი პილაიმ.

მისი თქმით, კომისიამ ღაზაში გენოციდის შესახებ 16 000-ზე მეტი მტკიცებულება შეაგროვა.

ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაერო-ს საგამოძიებო კომისიის დასკვნა უარყო და აღნიშნა, რომ ის „ჰამასის“ ტყუილებზეა დაფუძნებული.

„ისრაელი კატეგორიულად უარყოფს ამ ცრუ ანგარიშს და საგამოძიებო კომისიის დაუყოვნებლივ დაშლას მოითხოვს“, - ნათქვამია ისრაელის საგარეო უწყების განცხადებაში.

ემილ ავდალიანი - მიუხედავად გეოპოლიტიკური გავლენის შემცირებისა, ირანს ჯერ კიდევ გააჩნია ბერკეტები აშშ-თან მისთვის სასარგებლო შეთანხმების მისაღწევად
ქართული პრესის მიმოხილვა 05.02.2026
N1 პრობიოტიკული ბრენდი გერმანულენოვან ქვეყნებში - OMNi-BiOTiC უკვე PSP-ში
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია, პირველი ფაზა სრულად გაიყიდა - ლიდერობენ ქართველი მყიდველები
Paragraph Hospitality-ის სასტუმროები Marriott-ის სტუმართა კმაყოფილების კვლევის მიხედვით ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის რეგიონის საუკეთესო ათეულში მოხვდა