ყოველწლიური საქველმოქმედო გარბენი დაჭრილ მებრძოლთა მხარდასაჭერად

უკვე მესამედ, დაჭრილ მებრძოლთა მხარდასაჭერად, საქველმოქმედო გარბენი ჩატარდა ლისის ტბის ტერიტორიაზე. ღონისძიება კომპანია სილქნეტის, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს და საქართველოს თავდაცვის ძალების, თბილისის სამხედრო ატაშეთა ასოციაციისა და „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ ორგანიზებით გაიმართა.

საქველმოქმედო გარბენში მონაწილეობდნენ საქართველოს თავდაცვის სამხედრო მოსამსახურეები და დაჭრილ-დაშავებული სამხედრო პირები, თავდაცვის მოხალისე ორგანიზაციები, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, მათი მეგობრები და ოჯახის წევრები. მონაწილეთა შორის მრავლად იყვნენ სხვადასხვა ასაკის ბავშვებიც.

5 კმ-იანი და 13 კმ-იანი საშეჯიბრო დისტანციებში პირველი სამი საპრიზო ადგილის გამარჯვებულ ქალებსა და მამაკაცებს გადაეცათ მედლები და საჩუქრები. სახალისო გარბენმა, რომელიც სიმბოლურ შინაარს ატარებდა და 3 კმ-იან დისტანციას მოიცავდა, გააერთიანა როგორც სამხედრო პირები, ისე სხვადასხვა თაობის მოხალისეები.

ამ ინიციატივას სამი წლის წინ თბილისის სამხედრო ატაშეთა ასოციაციამ ჩაუყარა საფუძველი. წელს რეგისტრაციიდან შემოსულმა თანხამ 13 750 ლარი შეადგინა, რაც სრულად ჩაირიცხა “დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდში” და რითაც კიდევ ერთხელ დაადასტურა საზოგადოებამ სამშობლოს დამცველ დაჭრილ მეომრებზე ზრუნვა და მათდამი პატივისცემა.

კომპანია სილქნეტმა „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდი“ 2018 წელს დააფუძნა და ყოველწლიურად 300 000 ლარის დონაციით მონაწილეობს ქველმოქმედებაში. ფონდი მხარში უდგას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებში და საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში მონაწილე, სამხედრო მოსამსახურეებსა და ვეტერანებს, რომლებმაც მძიმე ფიზიკური დაზიანებები მიიღეს საომარი მოქმედებების დროს. ამასთან, ფონდი აფინანსებს ბენეფიციართა მეუღლეების სამედიცინო საჭიროებებს, სხვადასხვა სასწავლო და პროფესიული გადამზადების კურსს, რათა დაჭრილ მებრძოლთა მეუღლეებს შესთავაზოს დასაქმების, ახალი პროფესიის დაუფლების შესაძლებლობები.

ფონდის საქმიანობაში მონაწილეობის მიღება ყველა მსურველს შეუძლია საბაკო ანგარიშზე თანხის ჩარიცხვით ან საქველმოქმედო ნომერზე დარეკვით - 0 901 777 771 (1 ზარი - 1 ლარი).

“დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდი” დიდ მადლობას უხდის გარბენის ორგნიზატორებსა და მხარდამჭერებს: TKT.GE, ლისის ტბა, Trail Lab, შერატონ მეტეხი პალასი, ლიტვური საცხობი და Sip N Snack.

გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის!

(R)

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის