გურამ მაჭარაშვილი - შეგვიძლია „ნიძლავი“ დავდოთ - თუ 4 ოქტომბერს, 20:00 საათზე ხელისუფლება პაატა ბურჭულაძეს არ გადაეცა, მაშინ მან იმღეროს „ღვინოვ კახურო“, რაც შეიძლება კარგად გამოუვიდეს

შეგვიძლია „ნიძლავი“ დავდოთ - თუ 4 ოქტომბერს, საღამოს 20:00 საათზე ხელისუფლება პაატა ბურჭულაძეს არ გადაეცა, მაშინ მან იმღეროს „ღვინოვ კახურო“ – „დავნიძლავდეთ" და 20:00 საათზე ვნახოთ ხელისუფლება იქნება თუ არა გადაცემული, - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ დეპუტატმა, გურამ მაჭარაშვილმა „რუსთაველის გამზირის” ლიდერის, პაატა ბურჭულაძის განცხადების შეფასებისას განაცხადა.

მისი თქმით, „ის პროცესები, რომელიც უცხოელებს აქვთ დაგეგმილი, არც პაატა ბურჭულაძის და არც სხვა აქტივისტების დონეზე არ წყდება“.

„შეგვიძლია „ნიძლავი“ დავდოთ - თუ 4 ოქტომბერს, საღამოს 20:00 საათზე ხელისუფლება პაატა ბურჭულაძეს არ გადაეცა, მაშინ მან იმღეროს „ღვინოვ კახურო“, რაც შეიძლება კარგად გამოუვიდეს. „დავნიძლავდეთ“ და 20:00 საათზე ვნახოთ ხელისუფლება იქნება თუ არა გადაცემული. ბატონო პაატა, თუ ასე არ იქნება, გამობრძანდით და სადაც გნებავთ იქ იმღერეთ თქვენი ერთ-ერთი სიმღერა.

რა თქმა უნდა, ის პროცესები, რომელიც უცხოელებს აქვთ დაგეგმილი, არც პაატა ბურჭულაძის და არც სხვა აქტივისტების დონეზე არ წყდება. ვიცით, რომ ძალადობრივი აქციები, რევოლუციური სცენარები არა აქ, არამედ უცხოეთში იგეგმება და ბუნებრივია, რომ შესაბამისი უწყებები კარგად ფლობენ სიტუაციას. როგორც წინა პერიოდში, ახლა კიდევ უფრო მაღალ დონეზე მოხდება იმის განეიტრალება თუკი რაიმე ძალადობრივი იქნება აქციაზე. ვხედავთ, იციან, რომ „ნაცმოძრაობას“ და მათ ფილიალებს არანაირი პოლიტიკური მხარდაჭერა არ აქვთ - ამის ფონზე, შეიძლება არეულობის, ძალადობრივი აქციების გარკვეული მცდელობები იყოს, მაგრამ ისიც კარგად ჩანს, რომ საქართველო შემდგარი სახელმწიფოა, სახელმწიფო ინსტიტუტებით. რაც მთავარია, საზოგადოების უმრავლესობის მხრიდან მშვიდობიან პროცესს მორალური მხარდაჭერა აქვს და ვერავინ ვერაფერს ვერ შეძლებს, შესაძლოა უბრალოდ მცდელობები იყოს“, - განაცხადა მაჭარაშვილმა.

4 ოქტომბრის საპროტესტო აქციაზე საუბრისას მაჭარაშვილმა აღნიშნა, რომ „როცა [რევოლუციით] იმუქრები იმის რესურსი უნდა გქონდეს რომ შესრულდეს“.

„გასაგებია რომ ხაბეიშვილი დიდი განათლებით ვერ დაიკვეხნის, მაგრამ მინიმუმ ის უნდა იცოდეს, რომ რევოლუცია სხვა არის, ევოლუცია სხვა. ევოლუცია მშვიდობიანი პროცესია და რევოლუცია ძალადობრივი. თუ არ იციან მათი პრობლემაა და არა ქართველი ხალხის. როცა იმუქრები იმის რესურსი უნდა გქონდეს რომ შესრულდეს. მელია ამბობდა ვერ დამიჭერენო - დაიჭირეს, არ გამოვალ ციხიდანო - გამოვიდა. ხაბეიშვილიც იმუქრებოდა, ვერ დამიჭერენო და დაიჭირეს, რადგან უკანონოდ, საჯაროდ ხელისუფლების დამხობას აპირებდა, რევოლუციაზე მოუწოდებდა. ბუნებრივია, რომ ასეთი ქმედებებს რეაგირების გარეშე ვერ დარჩება“, - აღნიშნა მაჭარაშვილმა.

ცნობისთვის, „რუსთაველის გამზირის“ ლიდერმა, პაატა ბურჭულაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა, რომ 4 ოქტომბერს 20:00 საათზე ხელისუფლება უნდა გადაიბაროს.

ამასთან ბურჭულაძემ „ქართულ ოცნებას“ მოუწოდა, რომ 4 ოქტომბერს რუსთაველის გამზირზე გამოსულ ხალხს მისცენ საშუალება, „მშვიდობიანად დაამხონ“.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის