გიორგი ბარამიძე - EPP-ის განცხადება ლევან ხაბეიშვილის აბსურდული ბრალდებებით დაკავებაზე, კიდევ ერთი დასტურია ივანიშვილის მიერ პარტიების განადგურების გზით ხელისუფლების ხელში ჩაგდების მცდელობის

„ევროპის სახალხო პარტიის" განცხადება ჩვენი ლიდერის, ლევან ხაბეიშვილის აბსურდული ბრალდებებით დაკავებაზე, კიდევ ერთი დასტურია ბიძინა ივანიშვილის მიერ პოლიტიკური პარტიების განადგურების გზით ხელისუფლების ხელში ჩაგდების მცდელობისა, რასაც მიჰყავს საქართველო რუსული ყაიდის დიქტატურისაკენ, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკურმა მდივანმა, გიორგი ბარამიძემ განაცხადა.

მისი თქმით, ეს არის მკაფიო სიგნალი იმისა, რომ „რეჟიმი გონს მოეგოს“.

„პირველ რიგში, მინდა გამოვეხმაურო იმ ფაქტს, თუ როგორ აფასებს ჩვენი პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარის და პარტიის ერთ-ერთი ლიდერის, 4 ოქტომბრის მშვიდობიანი რევოლუციის ერთ-ერთი ლიდერის, ლევან ხაბეიშვილის დაპატიმრებას ევროპაში ყველაზე დიდი პოლიტიკური ოჯახი. ევროპის მემარჯვენე ქრისტიან-დემოკრატიული კონსერვატიული პარტიების ალიანსის, „სახალხო პარტიის“ შეფასებით, ლევანის დაჭერა აბსურდული ბრალდებებით კიდევ ერთი დასტურია ბიძინა ივანიშვილის მიერ პოლიტიკური პარტიების განადგურების გზით ხელისუფლების ხელში ჩაგდების მცდელობისა, რასაც მიჰყავს საქართველო რუსული ყაიდის დიქტატურისაკენ.

მინდა ყველა ჩვენმა მოქალაქემ კარგად გააცნობიეროს, რას ნიშნავს ეს სიტყვები. როდესაც ევროპის ყველაზე დიდი პოლიტიკური გაერთიანება პირდაპირ, პრინციპში, კიდევ ერთხელ, აკეთებს ივანიშვილის რეჟიმის ასეთ შეფასებას - საუბარია იმაზე, რომ ივანიშვილს პირდაპირ მიჰყავს ქვეყანა რუსული ყაიდის დიქტატურისკენ. იგივე ჩვენ არაერთხელ მოვისმინეთ არამარტო „ევროპის სახალხო პარტიისგან“, არამედ ევროპაში მოქმედი ყველა სხვა ძირითადი პოლიტიკური პარტიებისგან, როდესაც მათ მიიღეს არაერთი რეზოლუცია საქართველოსთან მიმართებაში და დაგმეს ივანიშვილის დიქტატურული რეჟიმი. ეს კიდევ ერთი ძალიან მკაფიო სიგნალია ამ რეჟიმისთვის, რომ გონს მოეგოს, შეწყვიტოს საქართველოს ეროვნული ინტერესების ღალატი და შეწყვიტოს საქართველოს რუსული ყაიდის დიქტატურად გადაქცევა“, - განაცხადა გიორგი ბარამიძემ.

ცნობისთვის, „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის დაკავებას „ევროპის სახალხო პარტია“ გამოეხმაურა. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, „ლევან ხაბეიშვილის აბსურდული ბრალდებების საფუძველზე დაკავება ივანიშვილის მიერ რეპრესიების მეშვეობით ძალაუფლების მიტაცების კიდევ ერთი ნიშანია“.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო