შსს-მ განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება, მათ შორის 12 000-მდე აბი „ექსტაზი“ და 520 აბი „სუბოტექსი“ ამოიღო

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, გუშინ თბილისში ჩატარებული ორი საპოლიციო ღონისძიების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება, მათ შორის 12 000 - მდე აბი „ექსტაზი“ და 520 აბი „სუბოტექსი“ ამოიღეს.

როგორც თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, ვაჟა სირაძემ უწყებაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, დაკავებულია ორი პირი.

„ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტისა და თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სხვადასხვა ადგილზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი - 1959 წელს დაბადებული ჯ.გ. და 1979 წელს დაბადებული, ლატვიის რესპუბლიკის მოქალაქე ე.კ. ნარკოდანაშაულის ბრალდებით დააკავეს.

სამართალდამცველებმა ბრალდებულების პირადი, ავტომობილის და დროებითი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები ნივთმტკიცებად ამოიღეს - მათ შორის, 12 000-მდე აბი „ექსტაზი“, 520 აბი „სუბოტექსი“, „კოკაინი“, "მდმა" და „მარიხუანა“. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, პოლიციის მიერ, ასევე, ნივთმტკიცებად ამოღებულია ნარკოტიკული საშუალების დაფასოებისთვის საჭირო მასალები, ელექტრო სასწორი, წებოვანი ლენტები და სავარაუდოდ, ნარკოტიკის უკანონო რეალიზაციის შედეგად მიღებული დიდი რაოდენობით თანხა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლით მიმდინარეობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

შინაგან საქმეთა სამინისტრო აგრძელებს უკომპრომისო ბრძოლას ნარკოტიკების უკანონო ბრუნვისა და გავრცელების წინააღმდეგ. აღნიშნული მიმართულებით, სამართალდამცველები მთელი ქვეყნის მასშტაბით, მუდმივ რეჟიმში ატარებენ შესაბამის კომპლექსურ ღონისძიებებს“, - განაცხადა ვაჟა სირაძემ.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი