დაესწარი ვებინარს და გაიგე, როგორ ისწავლო დიდ ბრიტანეთში სრული დაფინანსებით - „საქართველოს ბანკი“, განათლების მთავარი მხარდამჭერი ბანკი

„საქართველოს ბანკი“ განათლების შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს. სწორედ ამ მიზნით, ბანკი CHEVENING-ის პროგრამის ფარგლებში გამარჯვებულ სტიპენდიატებს ავლენს და მათ დიდი ბრიტანეთის წამყვან უნივერსიტეტებში, სამაგისტრო საფეხურზე სწავლისა და ცხოვრების ხარჯებს სრულად უფინანსებს.

პროგრამაში მონაწილეობით დაინტერესებული ახალგაზრდებისთვის კი საქართველოს ბანკი 19 სექტემბერს, 19:00 საათზე ონლაინ შეხვედრას მართავს.

CHEVENING-ის პროგრამაზე განაცხადების მიღება უკვე დაიწყო და ის 7 ოქტომბერს დასრულდება.

ღონისძიების ფარგლებში, საქართველოს ბანკის სტიპენდიატი - ლუკა ხუნდაძე და CHEVENING-ის პროგრამის კოორდინატორი - ვიკა ზამთარაძე მონაწილეებს მათთვის საინტერესო კითხვებზე პასუხებს გაუზიარებენ. კერძოდ, ვებინარის მონაწილეები გაიგებენ:

  • როგორ მოიპოვონ საქართველოს ბანკის 100%-იანი სტიპენდია CHEVENING-ის პროგრამაში;
  • როგორ მიიღონ ინფორმაცია სააპლიკაციო პროცესის შესახებ;
  • მოისმენენ რჩევებს, რომლებიც საზღვარგარეთ სწავლისა და ცხოვრების გამოწვევების დაძლევაში დაეხმარებათ.

შეხვედრაზე დასწრების მსურველებმა უნდა გაიარონ რეგისტრაცია ბმულზე.

აპლიკაციის შევსების შესახებ ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ბმულს.

ღონისძიების შესახებ დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომია ბმულზე.

(R)

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება