ირაკლი კობახიძე - ელჩების დიდი ნაწილი საკუთარ თავს ქართული საზოგადოების წინაშე წარმოაჩენს, როგორც სიძულვილის ელჩი - ეს უარყოფითად აისახება ევროკავშირის იმიჯზე საქართველოში და პროცესი უნდა შეჩერდეს

არ შეიძლება ევროპელი ელჩები თავს წარმოაჩენდნენ ქართული საზოგადოების წინაშე, როგორც სიძულვილის ელჩები. დღეს ასეა, ელჩების დიდი ნაწილი საკუთარ თავს ქართული საზოგადოების წინაშე წარმოაჩენს, როგორც სიძულვილის ელჩი , - ამის შესახებ პრემიერ მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც უპასუხა ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის შეხვედრებთან დაკავშირებულ კითხვას.

კობახიძის თქმით, ქართველი ხალხის თვალში "ევროპული ბიუროკრატია ასოცირდება რადიკალიზმთან"

მისი თქმით, მნიშვნელოვანია, ელჩები იქცეოდნენ კეთილსინდისიერად.

„რეალურად დღეს, ქართველი ხალხის თვალში ევროპული ბიუროკრატია ასოცირდება რადიკალიზმთან, ძალადობასთან, დემოკრატიის უგულებელყოფასთან, ყველა ამ არასწორ განვითარებასთან, რასაც ჩვენ ვხედავთ ევროპული ბიუროკრატიის მხარეს. რა თქმა უნდა, პირდაპირ უარყოფითად აისახება არა მარტო ევროპული ბიუროკრატიის, არამედ ევროკავშირის იმიჯზე და რეპუტაციაზე ჩვენი საზოგადოების თვალში. ეს პროცესი უნდა შეჩერდეს, ამისთვის მნიშვნელოვანია ელჩები იქცეოდნენ, პირველ რიგში, კეთილსინდისიერად, ვენის კონვენციის შესაბამისად, არ აღვივებდნენ უხეშად საზოგადოების თვალში რადიკალიზმს, სიძულვილს ჩვენს ქვეყანაში. არ შეიძლება ევროპელი ელჩები თავს წარმოაჩენდნენ ქართული საზოგადოების წინაშე, როგორც სიძულვილის ელჩები. დღეს ასეა, ელჩების დიდი ნაწილი საკუთარ თავს ქართული საზოგადოების წინაშე წარმოაჩენს, როგორც სიძულვილის ელჩი. ეს არის ძალიან სამწუხარო რეალობა. კიდევ ერთხელ, ის უარყოფითად აისახება ევროკავშირის იმიჯზე საქართველოში და ეს პროცესი უნდა შეჩერდეს“ ,- განაცხადა კობახიძემ.

დავით ზურაბიშვილი - საშინაო პოლიტიკაში „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის მთავარი პრობლემაა რეალობის არაადეკვატურად აღქმა და რა უნდა გაკეთდეს ამ რეალობის შესაბამისად
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
SWOOP.GE განახლდა - ახალი სტრატეგიული მიზნები და ბრენდის კონცეფცია
„სილქნეტმა“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა