შოთა თუთბერიძე - ელენე ხოშტარიას არ სურს რაიმე სამართლებრივ და იურიდიულ კაზუისტიკაზე მსჯელობა გამართოს რეჟიმთან, ამიტომ უარს ამბობს ადვოკატის დაცვის უფლებაზე, ამ საქმეში მას აღარ დავიცავ

ელენე ხოშტარიას არ სურს რაიმე სამართლებრივ და იურიდიულ კაზუისტიკაზე მსჯელობა გამართოს რეჟიმთან, ამიტომ უარს ამბობს ადვოკატის დაცვის უფლებაზე. მე ამ საქმეში ელენეს აღარ დავიცავ, - ამის შესახებ "კოალიცია ცვლილებისთვის" ერთ-ერთი ლიდერის ელენე ხოშტარიას ადვოკატმა, შოთა თუთბერიძემ განაცხადა.

როგორც შოთა თუთბერიძე აცხადებს, ელენე ხოშტარიას არ სურს, რომ ამ ფაქტს საზოგადოების დროის და ყურადღების მცირე ნაწილიც კი დაეთმოს, ამიტომ დაცვის უფლებაზე უარს აცხადებს.

"ვერ გეტყვით, რომ რაიმე დადებითი პროგნოზების გაკეთება შემიძლია, ბრალი არის სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე პირველი ნაწილით, ეს არის ბრალი, რომელზეც შსს საჯაროდ საუბრობდა და ელენეს ედავებიან 570 ლარის ზიანის მიყენებას. მას შემდეგ, რაც ბრალის დადგენილებას გავეცანი და გადავედით სამართალწარმოების ეტაპზე, ელენეს არ სურს რაიმე სამართლებრივ და იურიდიულ კაზუისტიკაზე მსჯელობა გამართოს რეჟიმთან, ამიტომ უარს ამბობს ადვოკატის დაცვის უფლებაზე. მე ამ საქმეში ელენეს აღარ დავიცავ. მას არ უნდა საზოგადოების დროის და ყურადღების მცირე ნაწილიც კი დაუთმოს ამ ფარსს.

პროკურატურა თუ რას ითხოვს აღმკვეთი ღონისძიების სახით, ჯერჯერობით უცნობია. ბრალში ნათქვამია, რომ ელენე ხოშტარიამ 3 ცალი 190 ლარიანი ბანერი დააზიანა.

მე მგონია, რომ ადვოკატის გარეშე პროცესი დასრულდება უფრო ცუდად, უფრო სწრაფად და ნაკლები საზოგადოებრივი ყურადღების ფონზე და იქნება იგივე შედეგი, რომელიც დაცვის უფლების გამოყენების შემთხვევაში. გირაოზე მსჯელობა არ გვქონია. პროკურატურა აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობას თუ მოითხოვს და სასამართლო დაუკანონებს, ეს დამოკიდებულია კლანზე, მდინარაძეზე და "ქართული ოცნების" სპიკერების ჯგრო, რა დაკვეთას მისცემს", - განაცხადა შოთა თუთბერიძემ.

ცნობისთვის, ელენე ხოშტარიამ 14 სექტემბერს, კახა კალაძის საარჩევნო შტაბთან, მის ბანერს გაუკეთა წარწერა „რუსული ოცნება“. შესაბამისი ვიდეო სოციალურ ქსელში მან თავადვე გაავრცელა და განაცხადა, რომ ამ ფორმით სოლიდარობას უცხადებს მეგი დიასამიძეს, რომელიც რამდენიმე დღის წინ სწორედ კახა კალაძის საარჩევნო ბანერის დაზიანების ფაქტზე დააკავეს.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი