Reuters - აშშ-მა ნატო-ს ქვეყნების სახსრებით უკრაინისთვის შეიარაღების მიწოდების პაკეტები დაამტკიცა

აშშ-მა მოკავშირეების სახსრებით უკრაინისთვის შეიარაღების მიწოდების პაკეტები დაამტკიცა. ამის შესახებ ინფორმაციას საინფორმაციო სააგენტო Reuters-ი ორ ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათი ცნობით, აშშ-ის თავდაცვის მდივნის მოადგილე, ელდრიჯ კოლბიმ ახალი PURL (უკრაინის საჭიროებათა პრიორიტიზირებული სია) მექანიზმით უკრაინისთვის შეიარაღების მიწოდების პირველი ორი პარტია დაამტკიცა, რომელთა ღირებულება 500 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს.

“ეს ახალი მექანიზმის პირველი გამოყენებაა, რომელიც აშშ-მა და მოკავშირეებმა შეიმუშავეს უკრაინისთვის ნატო-ს ქვეყნების სახსრებით ამერიკული მარაგებიდან იარაღის გადასაცემად”, - ნათქვამია Reuters-ის ინფორმაციაში.

ცნობისთვის, ამერიკელებისა და მოკავშირეების მიერ PURL მექანიზმი აგვისტოში ამოქმედდა და ნატო-ს ევროპელი წევრები მისთვის დაახლოებით 2 მილიარდი აშშ დოლარის გამოყოფას გეგმავენ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს