გიორგი შარაშიძე - კახა კალაძეს მორალური უფლება აღარ აქვს, მესამე ვადით სთხოვოს თბილისელებს მხარდაჭერა, რადგან ყველგან და ყველაფერში არის კორუფცია

კახა კალაძეს მორალური უფლება აღარ აქვს, მესამე ვადით სთხოვოს თბილისელებს მხარდაჭერა, პირველ რიგში იმიტომ, რომ ყველგან და ყველაფერში არის კორუფცია და კორუფცია არის სენი, რომელიც ნათელ და ბედნიერ მომავალს უკარგავს ჩვენს შვილებს და ჩვენს ქვეყანას მიაქანებს ბნელ წარსულში, - ამის შესახებ “ლელო-ძლიერი საქართველოსა” და “გახარია საქართველოსთვის” თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეობის საერთო კანდიდატმა, გიორგი შარაშიძემ ისნის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების წარდგენისას განაცხადა.

შარაშიძის თქმით, ქვეყანას სჭირდება ახალგაზრდა, პატიოსანი, სუფთა წარსული მქონე პატრიოტი ადამიანები.

“მგონი, ყველა ვთანხმდებით, რომ თბილისი, ჩვენი საყვარელი დედაქალაქი გაცილებით მეტს იმსახურებს, მაგრამ, სამწუხაროდ, კალაძისა და “ქართული ოცნების” კორუმპირებული მმართველობის შედეგად ჩვენ კარგად ვხედავთ, რა დღეშია ჩვენი ქალაქი, კარგად ვხედავთ, როგორ მახინჯდება თბილისის ისტორიული იერსახე, როგორ არ ეღირსა თბილისს მოწესრიგებული საზოგადოებრივი ტრანსპორტი. ვაზისუბანში ვართ და არ შემიძლია არ აღვნიშნო ვარკეთილის მეტრო, რომელიც ამდენი წლის განმავლობაში ვერ გააკეთა თბილისის მერმა. გამოდის და თბილისელებს მესამე ვადით სთხოვს მხარდაჭერას, რისი მორალური უფლებაც მას აღარ აქვს, პირველ რიგში იმიტომ, რომ ყველგან და ყველაფერში არის კორუფცია და კორუფცია არის ის სენი, რომელიც ნათელ და ბედნიერ მომავალს უკარგავს ჩვენს შვილებს და ჩვენს ქვეყანას მიაქანებს ბნელ წარსულში. ამიტომ, ჩვენ გვჭირდება ახალგაზრდა, პატიოსანი, სუფთა წარსული მქონე ღირსეული, პროფესიონალი, პატრიოტი ადამიანები, რომლებიც ჩაიბარებენ თბილისისა და საქართველოს მმართველობას, ვისაც გაცილებით უკეთ შეუძლია მართოს ჩვენი ქალაქი.

სწორედ ასეთი ადამიანები გვინდა წარმოგიდგინოთ დღეს ჩვენ, რომლებიც არიან შეთანხმებული კანდიდატები და რომელთა შორის, მიუხედავად ჩვენს პოლიტიკურ პარტიებს შორის არსებული კონკურენციისა, პირადი კონკურენცია გამორიცხულია”, - განაცხადა გიორგი შარაშიძემ.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს