კახა კალაძე 624 მლნ დოლარის და 35 მლნ ევროს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის საქმეზე - ძალიან დიდ ოდენობაზეა საუბარი და ძალიან მძიმეა ეს ყველაფერი - თავი დაანებეთ პოლიტიკურ სპეკულაციებს და დაელოდეთ გამოძიებას

თანხის ძალიან დიდ ოდენობაზეა საუბარი. ძალიან მძიმეა ეს ყველაფერი. დაველოდოთ გამოძიებას, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა 2022-2024 წლებში, 624 მილიონი აშშ დოლარის და 35 მილიონი ევროს ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე მიმდინარე გამოძიებას, რომლის ფარგლებშიც პროკურატურამ ერთი პირი დააკავა.

როგორც კალაძემ განაცხადა, ყველა კითხვას გამოძიება გასცემს პასუხს.

„ვერაფერს გეტყვით აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით. ერთი შემიძლია გითხრათ, რომ თანხის ძალიან დიდ ოდენობაზეა საუბარი. ძალიან მძიმეა ეს ყველაფერი. დაველოდოთ გამოძიებას და ყველა კითხვას გაეცემა შესაბამისი პასუხი. დაანებეთ თავი პოლიტიკურ სპეკულაციებს, დაელოდეთ გამოძიებას და გამოძიება გასცემს ყველა კითხვაზე შესაბამის პასუხს. ეს ხომ ერთჯერადი შემოტანილი არაა? წლების განმავლობაში შემოდიოდა, როგორც წავიკითხე და მოვისმინეთ. შესაბამისად, დაველოდოთ გამოძიებას და ყველა კითხვას გაეცემა პასუხი“,- განაცხადა კახა კალაძემ.

ცნობისთვის, საქართველოს პროკურატურამ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან ერთობლივად ჩატარებული ღონისძიების ფარგლებში, 2022-2024 წლებში განხორციელებული, უპრეცედენტო ოდენობის - 624 მილიონი აშშ დოლარის და 35 მილიონი ევროს ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტი გამოავლინა. ფულის გათეთრების ბრალდებით დაკავებულია ერთი პირი.

სტეპან გრიგორიანი - რბილად რომ ვთქვათ, ამერიკას, სომხეთსა და აზერბაიჯანს სამხრეთ კავკასიიდან რუსეთი გაჰყავთ
ქართული პრესის მიმოხილვა 09.02.2026
12-საათიანი საიმედო დაცვის მქონე პრემიუმ ხარისხის ბავშვის საფენები „რასკალსი“ (Rascals) უკვე PSP-შია
ფოთის პორტში ბელგიიდან 30 000 ტონა ბენზინით დატვირთული ტანკერი შემოვიდა
SMH Global-ისა და Setanta Sports Eurasia-ს პარტნიორობა უზბეკეთში 2030 წლამდე გახანგრძლივდა
ვაინ კახეთი ქართულ ღვინოს პარიზის საერთაშორისო გამოფენაზე წარადგენს
რობოტული ქირურგია ინოვას სამედიცინო ცენტრში - ინოვაციური ქირურგიის ახალი ეტაპი საქართველოში