კახა კალაძე „ჰექსოგენის“ საქმეზე - მოპოვებული აღიარებითი ჩვენებები იმაზე მეტყველებს, რომ მტერი არ ისვენებს! - ყველანაირი მცდელობა აქვთ, რომ როგორმე სახელმწიფო გადატრიალება, სისხლისღვრა, რევოლუცია, დაპირისპირება მოაწყონ

მოპოვებული აღიარებითი ჩვენებები იმაზე მეტყველებს, რომ მტერი არ ისვენებს! - აქვთ ყველანაირი მცდელობა იმისა, რომ როგორმე სახელმწიფო გადატრიალება, სისხლისღვრა, რევოლუცია, ხალხის დაპირისპირება მოაწყონ, - ასე უპასუხა „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა და მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ „ჰექსოგენის“ საქმესთან დაკავშირებით დასმულ კითხვას.

კალაძემ აქვე დასძინა: „აბა გაბედონ, რაიმე კანონსაწინააღმდეგო გააკეთონ და მერე ვნახოთ“.

„ძალიან მძიმე ფაქტია! მადლობა სახელმწიფოს უსაფრთხოების სამსახურის თითოეულ თანამშრომელს პრევენციული ღონისძიებებისთვის. როგორც ვიცი, გამოძიება მიმდინარეობს. არსებობს ძალიან ბევრი კითხვა და დაველოდოთ. ძალიან მძიმე ფაქტია, როდესაც ამ ტიპის დანაშაულთან გვაქვს საქმე“, - განაცხადა კახა კალაძემ.

გასულ კვირას სახელმწიფოს უსაფრთხოების სამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია უკრაინიდან საქართველოში ასაფეთქებელი ნივთიერება „ჰექსოგენის“ შემოტანის შესახებ. სუს-ის ცნობით, აღნიშნულ საქმეზე უკრაინის ორი მოქალაქე დააკავეს: - მძღოლი, რომელიც გამოძიების მიხედვით, ავტომობილს მართავდა და ადამიანი, რომელსაც ის საქართველოს ტერიტორიაზე შეხვდა და ამოღებული ნივთიერება გადასცა. ამასთან, როგორც სუს-ში გამართულ ბრიფინგზე ითქვა, “მიუხედავად იმისა, რომ დაკავებული ჩვენებაში მიუთითებს ასაფეთქებელი ნივთიერების საბოლოო დანიშნულების შესახებ, რომ ის უნდა ჩასულიყო რუსეთის ფედერაციაში და უნდა მოწყობილიყო ე.წ. “პაუტინა2“, გამოძიების მასალებში ჩანს ერთადერთი საბოლოო ლოკაცია - თბილისი, ავლაბრის ტერიტორიაზე მდებარე ერთ-ერთი საცხოვრებელი სახლი“.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს