ეკა გიგაურის ადვოკატი - წარმოდგენა არ მაქვს, რა კითხვები ექნებათ, ჩვენ პასუხები ყველაფერზე გვაქვს - ჩვენი საქმიანობა არის საჯარო და კანონიერი

წარმოდგენა არ მაქვს, რა კითხვები ექნებათ, ჩვენ პასუხები ყველაფერზე გვაქვს, - ამის შესახებ ე.წ. საბოტაჟის მცდელობის საქმეზე, მოწმის სახით, მაგისტრანტი მოსამართლის წინაშე გამოსაკითხად დაბარებული, არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს” ხელმძღვანელის, ეკა გიგაურის ადვოკატმა, ალექსანდრე ბარამიძემ ჟურნალისტებს გამოკითხვის დაწყებამდე განუცხადა.

მისივე თქმით, ორგანიზაციის საქმიანობა არის საჯარო და კანონიერი.

„არასამთავრობო ორგანიზაციების ხელმძღვანელებს იბარებენ უცნაური კითხვების დასასმელად. ამჯერად ეკა გიგაურზე შეაჩერეს ყურადღება, მაგისტრანტ მოსამართლესთან არის საკითხი. წარმოდგენა არ მაქვს, რა კითხვები ექნებათ, ჩვენ პასუხები ყველაფერზე გვაქვს. ჩვენი საქმიანობა არის საჯარო, კანონიერი, საქართველოს და მისი მოსახლეობის ინტერესების შესაბამისი და ამაზე ვიტყვით, რასაკვირველია“, - განაცხადა ალექსანდრე ბარამიძემ.

ცნობისთვის, 27 აგვისტოს პროკურატურამ გაავრცელა ინფორმაცია, სადაც აღნიშნული იყო, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ (ა)იპ „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების" , ა(ა)იპ „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის", ა(ა)იპ „დემოკრატიის მცველების" , ა(ა)იპ „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის" , ა(ა)იპ „საფარის" , ა(ა)იპ „სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ საბანკო ანგარიშებზე ყადაღების დადების თაობაზე პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.

პროკურატურის ინფორმაციით, საქმე ეხება საბოტაჟის, დამამძიმებელ გარემოებაში საბოტაჟის მცდელობის, უცხოეთის ორგანიზაციისათვის და უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარების და საქართველოს კონსტიტუციური წყობილების და ეროვნული უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ მიმართული საქმიანობისთვის ფინანსების მობილიზების ფაქტზე საქართველოს პროკურატურაში მიმდინარე გამოძიებას. მოგვიანებით, საქართველოს პროკურატურამ ცალკეული არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელები მოწმის სახით გამოკითხვაზე დაიბარა.

ავთანდილ წულაძე - თუ ფორსმაჟორული ვითარება შეიქმნა, საქართველოს მოკავშირე არ ეყოლება, მოგვიწევს ისეთი დიპლომატიური ნაბიჯების გადადგმა, რომ მივიღოთ უსაფრთხოების გარანტიები
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2026
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს