ელენე ხოშტარიამ სახაზინო ადვოკატზე უარი განაცხადა და მასთან იზოლატორში მისულ უფლებადამცველს არ შეხვდა

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ სახაზინო ადვოკატზე უარი განაცხადა და მასთან იზოლატორში მისულ უფლებადამცველს არ შეხვდა. ამის შესახებ ადვოკატმა, ირაკლი ბენიამ მედიასთან განაცხადა.

როგორც უფლებადამცველი განმარტავს, პოლიტიკოსის სასამართლო პროცესი 15:30 საათზე არის ჩანიშნული და ის ვალდებულია, სხდომაზე გამოცხადდეს.

„საქმე დამეწერა დღეს, დაახლოებით, ნახევარი საათის წინ. მე, რა თქმა უნდა, გადავწყვიტე დაკავებულთან შეხვედრა, მოვედი დროებითი მოთავსების იზოლატორში, თუმცა ქალბატონმა ელენემ უარი განაცხადა სახელმწიფოს მიერ დანიშნულ ადვოკატზე. მხოლოდ ეს შემიძლია გითხრათ. საქმის მასალები გადმომეცა, თუმცა მასთან სხვა კომუნიკაცია არ მქონია. პროცესი არის დანიშნული 15:30 საათზე და მე ვალდებული ვარ, გამოვცხადდე,“ - განაცხადა ადვოკატმა.

ცნობისთვის, სამართალდამცველებმა ელენე ხოშტარია მიმდინარე წლის 15 სექტემბერს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით (სხვისი ნივთის დაზიანება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად ერთიდან ხუთ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ხოშტარიამ 14 სექტემბერს, კახა კალაძის საარჩევნო შტაბთან, მის ბანერს გაუკეთა წარწერა „რუსული ოცნება“. შესაბამისი ვიდეო სოციალურ ქსელში მან თავადვე გაავრცელა და განაცხადა, რომ ამ ფორმით სოლიდარობას უცხადებს მეგი დიასამიძეს, რომელიც რამდენიმე დღის წინ სწორედ კახა კალაძის საარჩევნო ბანერის დაზიანების ფაქტზე დააკავეს.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება