გლდანის რაიონში სანდრო ახმეტელის რეაბილიტირებული ქუჩა იხსნება

გლდანის რაიონში სანდრო ახმეტელის (ყოფილი აკაკი ვასაძის) ქუჩის რეაბილიტაცია დასრულდა. ამის შესახებ დღეს დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

დედაქალაქის მერიის ცნობით, პროექტზე ადგილობრივი გამგეობა მერიის შესაბამის სამსახურებთან ერთად მუშაობდა.

კახა კალაძემ აღნიშნული პროექტის განხორციელებისთვის თბილისის მერიისა და გლდანის რაიონის გამგეობის თანამშრომლებს მადლობა გადაუხადა.

„მინდა, მერიისა და გამგეობის თანამშრომლებს, ყველას, ვინც აღნიშნულ პროექტში მონაწილეობდა, მადლობა გადავუხადო. პროექტის ფარგლებში, სრულად შეიცვალა სანიაღვრე ქსელი. ჩატარდა საგზაო ინფრასტრუქტურული სამუშაოები. კომუნიკაციები ძალიან მძიმე მდგომარეობაში იყო და მთლიანად განახლებულია, თავისი სანიაღვრე სისტემებით, საკანალიზაციო ქსელით, წყლისა და გაზის მილებით. პროექტზე მუშაობდა, ასევე, „თბილსერვის ჯგუფი“, რომელმაც მოაწყო გარე განათების ქსელი. ელექტროგადამცემი ხაზები მიწისქვეშ, კაბელარხებშია ჩატანილი, დამონტაჟდა ენერგოეფექტური LED სანათები. ასევე, გამწვანების მიმართულებით მუშაობს „ეკოსერვის ჯგუფი“, ირგვება ხე-მცენარეები“, - აღნიშნა თბილისის მერმა.

მისი თქმით, პარალელურად, ხორციელდება გზის მიმდებარედ არსებული სამი სკვერის გამწვანების სამუშაოები.

„მთლიანად რეაბილიტირებული იქნება იქვე არსებული ეზოები და გზის განაპირა სივრცეები. შემოღობვები რაც იყო, მოიხსნება და გამოთავისუფლებული, მოწესრიგებული სივრცეები ისევ მოსახლეობისთვის იქნება ხელმისაწვდომი. გამწვანების სამუშაოები თვის ბოლოსთვის დასრულდება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

როგორც თბილისის მერმა აღნიშნა, პროექტის ფარგლებში, გზის სავალი ნაწილიდან გამოიყო საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის განკუთვნილი ზოლი, დაიხაზა საგზაო მონიშვნები, ზებრა გადასასვლელები, დამონტაჟდა შუქნიშნები და მოეწყო საპარკინგე ადგილები. ასევე, მოეწყო საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოსაცდელები.

„მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ქუჩის რეაბილიტაცია განხორციელდა, კიდევ რჩება უამრავი ქუჩა და გამზირი, რომელთაც განახლება და რეაბილიტაცია სჭირდება, რასაც მომდევნო წლების განმავლობაში გავაგრძელებთ“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.

ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს