ყირიმის საერთაშორისო პლატფორმის მეხუთე სამიტი ნიუ-იორკში გაიმართება

ყირიმის საერთაშორისო პლატფორმის მეხუთე სამიტი 24 სექტემბერს, ნიუ-იორკში, გაერო-ს შტაბ-ბინაში გაიმართება, - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანდრეი სიბიგამ განაცხადა.

მისი თქმით, სამიტი, რომელიც გაეროს 80 წლის იუბილესთან დაკავშირებით გაიმართება, კიდევ ერთხელ დაადასტურებს გლობალურ ერთგულებას გაერო-ს წესდების მიზნებისა და პრინციპების მიმართ - სახელმწიფოების სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და მშვიდობის მიმართ.

„სამიტი კიდევ ერთხელ დაადასტურებს გაერო-ს გენერალური ასამბლეის მტკიცე პოზიციას გაერო-ს წესდების დაცვასთან დაკავშირებით რუსეთის აგრესიისა და უკრაინის ტერიტორიის ანექსიის მცდელობის კონტექსტში. 2014 წლიდან ასამბლეამ ოცზე მეტი რეზოლუცია მიიღო, რომლებიც კიდევ ერთხელ ადასტურებენ, რომ ყირიმი უკრაინის ნაწილია“, - აღნიშნა სიბიგამ.

მისი თქმით, უკრაინა მოუწოდებს გაერო-ს ყველა მშვიდობისმოყვარე წევრ სახელმწიფოს, შეუერთდნენ სამიტს, დაიცვან გაერო-ს ქარტია და ხელი შეუწყონ სამართლიან და მდგრად მშვიდობას უკრაინაში.

ყირიმის პლატფორმის წინა სამიტი 2024 წლის 11 სექტემბერს, კიევში გაიმართა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს