შალვა პაპუაშვილი - კორუფციის ნაკლებობა არ გულისხმობს კორუფციის არ არსებობას - დანაშაული, მათ შორის, მსხვილი ფინანსური მაქინაციები ყველა ქვეყანაში ხდება და ეს არ ნიშნავს ამაში ხელისუფლების მონაწილეობას

კორუფციის ნაკლებობა არ გულისხმობს კორუფციის არ არსებობას - დანაშაული, მათ შორის, მსხვილი ფინანსური მაქინაციები ყველა ქვეყანაში ხდება და ეს არ ნიშნავს ამაში ხელისუფლების მონაწილეობას, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას, „შესაძლებელია თუ არა, რომ საქართველოში ფულის გათეთრება ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის მფარველობის გარეშე მომხდარიყო“.

კითხვაზე, წარმატებით ებრძოდა თუ არა ღარიბაშვილი კორუფციას, პაპუაშვილი პასუხობს: „რა თქმა უნდა“.

მისი თქმით, რეიტინგების მიხედვით, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში, საქართველო არის ერთ-ერთი წამყვანი ქვეყანა, მაგრამ „კორუფციის ნაკლებობა არ გულისხმობს კორუფციის არ არსებობას“.

„დანაშაული ყველა ქვეყანაში ხდება, მათ შორის, ხდება მსხვილი ფინანსური მაქინაციები და ეს არ ნიშნავს ხელისუფლების მონაწილეობას ამაში. დამნაშავე იმის დამნაშავეა, რომ ის ფარულად, რაღაც სქემებს იგონებს და ამიტომაც ხდება რაღაც დანაშაული. თქვენ ნახეთ ბაჩიაშვილის შემთხვევა. კაცმა მილიარდ-ნახევარი გააქრო. როცა ადამიანს აქვს საკმარისი კრიმინალური ენერგია და ტვინიც მიყვება, რომ რაღაც სქემები მოიფიქროს, ასე ხდება ყველა დანაშაული. აბა, მაშინ, ასე მარტივად რომ იყოს კრიმინალთან ბრძოლა, კრიმინალი აღარ იარსებებდა. როგორც კი მოიფიქრებ ბრძოლის მეთოდებს და საშუალებებს, ამის საპირისპირო რაღაც იდეები უჩნდებათ. ეს არის მაქინატორების არსი. ჩვენ რაც მოვისმინეთ ვალუტის მაქინაციასთან დაკავშირებით, ამ დრონის მაქინაციას თავისი მოფიქრება სჭირდება,“ - განაცხადა პაპუაშვილმა.

ცნობისთვის, საქართველოს პროკურატურამ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან ერთობლივად ჩატარებული ღონისძიების ფარგლებში, 2022-2024 წლებში განხორციელებული, უპრეცედენტო ოდენობის - 624 მილიონი აშშ დოლარის და 35 მილიონი ევროს ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტი გამოავლინა. ფულის გათეთრების ბრალდებით დაკავებულია ერთი პირი.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო