რელიგიის სააგენტომ მორიგი ტრენინგი ჩაატარა

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო საქართველოს ადამიანის უფლებების დაცვის სამთავრობო სამოქმედო გეგმის (2024-2026 წლებისთვის) ფარგლებში დაგეგმილ ტრენინგებს განაგრძობს.

როგორც სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ცნობიერების ამაღლების მიზნით, ტრენინგი სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის თანამშრომლებს ჩაუტარდათ.

„საჯარო მოხელეებისათვის რელიგიისა და რწმენის თავისუფლების და მისი გარანტიების შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით, სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის თანამშრომლებისათვის ჩატარდა ტრენინგი თემაზე - „სეკულარიზმი და რელიგიური ნეიტრალიტეტი", რომელშიც მონაწილეობა მიიღო 36 საჯარო მოხელემ. სწავლებას რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს სამართლებრივი უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი, დავით დავითაშვილი და სააგენტოს სტრატეგიული კვლევის, ანალიზისა და რეგიონების სამსახურის უფროსი სპეციალისტი, სერგო ფარულავა უძღვებოდნენ.

სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, თამაზ ბესტაევმა მადლობა გადაუხადა სააგენტოს თანამშრომლებს საინტერესო ღონისძიების ორგანიზებისა და ჩატარებისათვის. დასასრულს, ტრენინგის მონაწილეებს სერტიფიკატები გადაეცათ.

ღონისძიებას ესწრებოდნენ სააგენტოს სტრატეგიული კვლევის, ანალიზისა და რეგიონების სამსახურის უფროსი, ნინო ჭავჭავაძე, ანალიტიკოსი სერგო კერესელიძე და სამართლებრივი უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი სპეციალისტი, ნინო კობეშავიძე“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება