პრემიერი - დღეს ჩვენ გვაქვს ბევრად მეტი შესაძლებლობა, კანონი მთელი სიმკაცრით ავამოქმედოთ - ყველას მოვუწოდებთ, მაქსიმალურად აკონტროლონ საკუთარი რიტორიკა, ე, მანდ არ აღმოჩნდნენ, სადაც ვიღაც-ვიღაცები უკვე აღმოჩნდნენ

ყველას მოვუწოდებთ, რომ მაქსიმალურად აკონტროლონ საკუთარი რიტორიკა, ე, მანდ, არ აღმოჩნდნენ, სადაც ვიღაც ვიღაცები უკვე აღმოჩნდნენ, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ 4 ოქტომბერს დაანონსებულ აქციასთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა ჟურნალისტებს.

კობახიძის თქმით, ყველა კანონდარღვევაზე, მათ შორის, რიტორიკის დონეზე, სამართლებრივი რეაგირება იქნება.

“მე კიდევ ერთხელ, ერთი რამ მინდა გავიმეორო, რომ შეაჩვიეს ენა ჩვენს სახელმწიფოს. არავის არ მივცემთ ამის საშუალებას. როგორც ვახსენე, კორუფციასთან დაკავშირებით, ორგანიზებულ დანაშაულზე, ნარკოტიკულ დანაშაულზე, პოლიტიკურად მოტივირებულ დანაშაულთან მიმართებითაც. ჩვენ გვაქვს ბევრად მეტი შესაძლებლობა დღეს, რომ კანონი ავამოქმედოთ მთელი სიმკაცრით, აქედან გამომდინარე, ყველას მოვუწოდებთ, რომ მაქსიმალურად აკონტროლონ საკუთარი რიტორიკა, ე, მანდ არ აღმოჩნდნენ, სადაც ვიღაც ვიღაცები უკვე აღმოჩნდნენ, იმიტომ, რომ სახელმწიფოს ინტერესები უნდა იყოს ბოლომდე დაცული. არ შეიძლება, ასე მარტივად დაარღვიოს კანონი ადამიანმა. სადაც დავინახავთ კანონის დარღვევას, მათ შორის რიტორიკის დონეზე, ყველგან გვექნება შესაბამისი რეაგირება”, - განაცხადა კობახიძემ.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი