რობერტა მეცოლა - ევროპა გააძლიერებს უკრაინის მხარდაჭერას - ერთად შევძლებთ რუსეთს დავუმტკიცოთ, რომ მისი ქმედებები უპასუხოდ არ დარჩება

ევროპა გააძლიერებს უკრაინის მხარდაჭერას, - ამის შესახებ ევროპარლამენტის პრეზიდენტმა, რობერტა მეცოლამ კიევში უკრაინის პრეზიდენტ, ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

“ერთად შევძლებთ რუსეთს დავუმტკიცოთ, რომ მისი ქმედებები უპასუხოდ არ დარჩება, და ამას ერთად გავაკეთებთ, რათა მშვიდობის უზრუნველსაყოფად შეკავება უზრუნველვყოთ. როგორ ვიზამთ ამას? - უპირველეს ყოვლისა, გავაგრძელებთ რუსეთის სამხედრო მანქანის დასუსტებას კოორდინირებული და მკაცრი სანქციების მეშვეობით. ფაქტობრივად, სანქციების მე-19 პაკეტზე ვმუშაობთ, სანამ მოლაპარაკებები გრძელდება…

გავაძლიერებთ უკრაინისადმი ჩვენს ჰუმანიტარულ, სამხედრო და დიპლომატიურ მხარდაჭერას, და, ასევე, უფრო ინტენსიურად ვითანამშრომლებთ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან და ინვესტიციებს განვახორციელებთ უკრაინის საკუთარ წარმოებაში”, - განაცხადა მეცოლამ.

ასევე, ევროპარლამენტის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ევროპა ახლოსაა იმასთან, რომ ბოლომდე უარი თქვას რუსულ გაზსა და ნავთობზე, და “ეძიოს სანდო და უსაფრთხო პარტნიორები, და ამავდროულად რუსეთის ჩრდილოვან ფლოტს ებრძოლოს”.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის