ირაკლი კობახიძე ე.წ. საბოტაჟის საქმეზე - კონკრეტულმა „ენჯეოებმა" სცადეს რევოლუციური პროცესების წარმართვა უცხოური დაფინანსებით, რაც არის ანტიკონსტიტუციური, ანტისახელმწიფოებრივი მოვლენა

საბოტაჟის საქმეზე გიგაურის გამოკითხვის დეტალები მე არ ვიცი, ეს არც არის ჩემი საქმე, მაგრამ ყველამ კარგად იცით, რომ „ენჯეოები" პირდაპირ იყვნენ ჩართულები ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებში, მათ სცადეს რევოლუციური პროცესების წარმართვა უცხოური დაფინანსებით, დანარჩენზე სამართალდამცავი უწყებები იმსჯელებენ, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტებს აჭარაში განუცხადა.

მისივე თქმით, მათ შორის, ეკა გიგაური 2022 წლის ივნისში, როდესაც ევროკავშირმა საქართველოს უსამართლოდ არ მიანიჭა კანდიდატის სტატუსი, სცენიდან ითხოვდა მთავრობის გადადგომასა და ახალი მთავრობის დაკომპლექტებას მისი ჩართულობით.

„მაგალითად, მე მახსენდება პირადად გიგაურიც, „საერთაშორისო გამჭვირვალობა", როგორ ავიდა სცენაზე 2022 წლის ივნისში, როდესაც ევროკავშირმა უსამართლოდ არ მოგვანიჭა კანდიდატის სტატუსი და როგორ მოითხოვეს არამარტო მთავრობის გადადგომა, არამედ საკუთარი ჩართულობით ახალი მთავრობის დაკომპლექტებაც, რაც საერთოდ არ არის „ენჯეოების" საქმე. ანუ, მათ სცადეს რევოლუციური პროცესების წარმართვა უცხოური დაფინანსებით, რაც არის აბსოლუტურად ანტიკონსტიტუციური მოვლენა, ეს იყო ანტისახელმწიფოებრივი მოვლენა, დანარჩენზე სამართალდამცავი უწყებები იმსჯელებენ", - განაცხადა პრემიერმა.

ემილ ავდალიანი - მიუხედავად გეოპოლიტიკური გავლენის შემცირებისა, ირანს ჯერ კიდევ გააჩნია ბერკეტები აშშ-თან მისთვის სასარგებლო შეთანხმების მისაღწევად
ქართული პრესის მიმოხილვა 05.02.2026
N1 პრობიოტიკული ბრენდი გერმანულენოვან ქვეყნებში - OMNi-BiOTiC უკვე PSP-ში
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია, პირველი ფაზა სრულად გაიყიდა - ლიდერობენ ქართველი მყიდველები
Paragraph Hospitality-ის სასტუმროები Marriott-ის სტუმართა კმაყოფილების კვლევის მიხედვით ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის რეგიონის საუკეთესო ათეულში მოხვდა