ირაკლი კობახიძე - დღეს ჩვენი სახელმწიფო არის დამოუკიდებელი, სუვერენული როგორც არასდროს და ეს მოცემულობა გვაძლევს საშუალებას, რომ მაქსიმალურად მკაცრად ავამოქმედოთ კანონი ნებისმიერი ტიპის დანაშაულთან მიმართებით

დღეს ჩვენი სახელმწიფო არის დამოუკიდებელი და სუვერენული როგორც არასდროს და ეს მოცემულობა გვაძლევს იმის საშუალებას, რომ მაქსიმალურად მკაცრად ავამოქმედოთ კანონი ნებისმიერი ტიპის დანაშაულთან მიმართებით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

კობახიძის თქმით, კონკრეტული საქმეები აღიძრა სამართალდამცველი ორგანოების მხრიდან და ეს არის მთლიანად კანონის თემა, ეს არ ეხება მთავრობას, როგორც ასეთს, ეს ეხება შესაბამის უწყებებს.

„ჩვენი ხელისუფლება აქტიურ ზომებს იღებს კორუფციის აღმოსაფხვრელად საქართველოში. ამას უკავშირდება პროკურატურის აქტიურობა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, სხვა სამართალდამცველი უწყებების საქმიანობა. ყველა ძირითადი მიმართულებით გააქტიურდა კრიმინალთან ბრძოლა, ეს ეხება კორუფციულ დანაშაულებს, ნარკოტიკულ დანაშაულებს, ორგანიზებულ დანაშაულს და პოლიტიკურად მოტივირებულ დანაშაულს, ყველა მიმართულებით გააქტიურებულია ბრძოლა დანაშაულის წინააღმდეგ", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პრემიერ-მინისტრმა ხელისუფლებისა და ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ეს გამოწვევები ხელოვნურად, გარედან იყო შექმნილი.

"როდესაც მაგალითად გაქვს რთული პოლიტიკური პროცესები ქვეყანაში, ქვეყნის გარშემო, როცა არის რეგიონში მიმდინარე ომი, როდესაც ამ ფონზე არის ზეწოლა ხელისუფლების მიმართ, რომ ჩაერთოს საომარი მოქმედებებში და ა.შ., ასეთ დროს რაღაცებს შეიძლება, ვერ დაუთმო სათანადო ყურადღება ობიექტური მიზეზების გამო. დღეს ჩვენი სახელმწიფო არის დამოუკიდებელი და სუვერენული როგორც არასდროს და ეს მოცემულობა გვაძლევს იმის საშუალებას, რომ მაქსიმალურად მკაცრად ავამოქმედოთ კანონი ნებისმიერი ტიპის დანაშაულთან მიმართებით", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ახმედ ალილი - სამხრეთ კავკასიაში დაწყებულია უსაფრთხოების ახალ არქიტექტურის ფორმირება - ჩვენ ახლა უსაფრთხოების ახალი სტრუქტურის არქიტექტურას ფორმირების არა შუა გზაზე, არამედ მხოლოდ დასაწყისში ვიმყოფებით
ქართული პრესის მიმოხილვა 12.02.2026
როგორ ნერგავს Merlons-ი ევროპული ცხოვრების სტანდარტს საქართველოში
m²-მა და LIB.GE-მ ღონისძიებების სერია - „გაბედე“ წარადგინა
სპორტული მენეჯმენტის ახალი ერა საქართველოში: Johan Cruyff Institute საერთაშორისო კურსები თბილისში
უსაფრთხო ინტერნეტი: რჩევები საბანკო ასოციაციისგან მშობლებს, მოზარდებსა და სკოლებს
„არქის“ თანაორგანიზებით უძრავი ქონების საერთაშორისო ფორუმი ჩატარდა
„ლისი დეველოპმენტმა“ საუკეთესო წლიური ანგარიშისა და გამჭვირვალობის ჯილდო მოიპოვა
კულტურისა და სახელოვნებო სფეროს წარმომადგენლები როუმინგში GLOBALCELL-ის უფასო ინტერნეტით ისარგებლებენ