პრემიერი - ჩემთვის ხაბეიშვილი არის „ანიტა“, რაც სახელი უწყისიდან ამოვიკითხე - გვირჩიეს მისთვის ხელფასის გაზრდა, გვითხრეს, რომ „ნაცმოძრაობიდან" გამოჰქონდა ინფორმაცია, რითაც გაამართლეს თანხის მიცემა, თუმცა ჩვენთვის ეს მიუღებელი აღმოჩნდა

ჩემთვის ლევან ხაბეიშვილი არის ანიტა, მას შემდეგ რაც უწყისიდან ამოვიკითხე ეს სახელი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ის არაოფიციალური უწყისით იღებდა ხელფასს.

„ჩვენ გვირჩიეს მისთვის ხელფასის გაზრდა, გვირჩია კონკრეტულმა ადამიანმა. გვითხრეს, რომ კონკრეტული, არაოფიციალური უწყისით იღებდა ხელფასს. ეს არ იყო ბიუჯეტის ფული, ეს იყო არაფორმალური უწყისი და მაგიტომ შეიძლება, არ მიეცეს ქრთამის კვალიფიკაცია. ჩვენ გვითხრეს, რომ „ნაცმოძრაობიდან" გამოჰქონდა ინფორმაცია და ამით გაამართლეს თანხის მიცემა, თუმცა ჩვენთვის ეს ყველაფერი მიუღებელი აღმოჩნდა", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს