625 მილიონი დოლარისა და 35 მილიონი ევროს გათეთრების საქმეზე დაკავებულის ადვოკატი - გამოძიება დაიწყო ადრე, მიუხედავად იმისა, რომ ჩემმა დაცვის ქვეშ მყოფმა იცოდა გამოძიების დაწყების შესახებ, არ მიმალულა, პატიმრობის აუცილებლობა არ იყო

625 მილიონი დოლარისა და 35 მილიონი ევროს გათეთრების ბრალდებით დაკავებულ კახა კოტორაშვილის ადვოკატის, ედიშერ ქარჩავას განცხადებით, დაცვის მხარეს არ ჰქონდა პატიმრობის შეფარდების მოლოდინი.

როგორც ადვოკატმა განმარტა, გამოძიება დიდი ხნის წინ დაიწყო, შესაბამისად მისი დაცვის ქვეშ მყოფი არ მიმალულა.

კითხვაზე, დაიწყო თუ არა გამოძიება ერთი წლის წინ ადვოკატი ასე პასუხობს:

“ბუნებრივია, დღეს არ დაწყებულა. საუბარია იმაზე, რომ თუ არის რეგულაციები, რომლებიც კანონის ჩარჩოში ვერ ჯდება, ამაზე უნდა იზრუნოს ყველამ ერთად. ეს შეიძლება ნიშნავდეს იმას, რომ მაგალითად, მე შეიძლება ქმედება კანონიერად მიმაჩნდეს, მაგრამ ეს ქმედება სხვანაირად შემიფასონ.

გამოძიება დაიწყო ადრე. მიუხედავად იმისა, რომ ჩემმა დაცვის ქვეშ მყოფმა იცოდა გამოძიების დაწყების შესახებ, არ მიმალულა. ამიტომ რა აუცილებლობააა დღევანდელი დაკავების”,- განაცხადა ადვოკატმა.

მისი თქმით, დაცვის მხარე მზად არის ითანამშრომლოს პროკურატურასთან და ჩაერთოს სამართლებრივი ხარვეზების მოგვარებაში, რომლებიც მისი თქმით, ვალუტის გადასახურდავებელ ჯიხურებსა და ბანკების პრაქტიკას უკავშირდება.

“მოლოდინი იმისა, რომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა იქნებოდა გამოყენებული, ნამდვილად არ გვქონდა, იქიდან გამომდინარე, რომ საქმე, როგორც ფაქტობრივად, ასევე, სამართლებრივად ძალიან საინტერესოა.

ბევრი კითხვაა დაგროვილი, რომლებსაც პასუხები უნდა გაეცეს. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფ პირს, რაც აქვს ბრალად შერაცხული, აუცილებლად უნდა შეესაბამებოდეს მტკიცებულებებს. თუ ბრალი შეუსაბამოა მტკიცებულებებთან, რა თქმა უნდა, უნდა მოხდეს შესაბამისი დასაბუთება.

სამართლებრივი საკითხები, რომელიც თუნდაც ვალუტის გადასახურდავებელ ჯიხურებში არსებობს და ბანკებთან ურთიერთობას ეხება, თუ ეს არის დასარეგულირებელი, ამ კუთხით მზად ვართ პროკურატურასთან ვითანამშრომლოთ”, - აცხადებს ადვოკატი.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება