ანა წითლიძე - 4 ოქტომბრის 70% უკვე შემდგარია - ბევრი სიურპრიზი ექნება „ქართულ ოცნებას“, მათ შორის შეიძლება თავისი ყოფილი თანაგუნდელებისგან

4 ოქტომბრის 70% უკვე შემდგარია იმის გათვალისწინებით, რაც „ქართულ ოცნებაში“ ხდება, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა, ანა წითლიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „რეზიუმე“ განაცხადა.

ანა წითლიძის თქმით, ძალიან ბევრი სიურპრიზი ელოდება „ქართულ ოცნებას“, მათ შორის ყოფილი თანაგუნდელებისგან.

„მე პატივს ვცემ ყველა ადამიანს, ვინც ამ პროცესშია. 13 წელია მე და ჩემი თანამებრძოლები ვიბრძვით. ჩვენ უნდა გვესმოდეს ერთი, რომ არცერთი დასაკარგი დღე ამ ქვეყანას არ აქვს. 4 ოქტომბრის შესაძლებლობა, რომელიც 70%-ც უკვე არის შემდგარი იმის გათვალისწინებით, რაც „ქართულ ოცნებაში“ ხდება. ველი, რომ ძალიან ბევრი სიურპრიზი ექნება „ქართულ ოცნებას“, მათ შორის შეიძლება თავისი ყოფილი თანაგუნდელებისგან. სულელი იქნება ღარიბაშვილი და ლილუაშვილი, თავი ისე დააჭერინონ კობახიძეს, რომ უბრალოდ გაჩუმდნენ და არაფერი არ თქვან“, - განაცხადა ანა წითლიძემ.

რაც შეეხება დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის საქმეზე ერთი პირის დაკავებას, ანა წითლიძე აცხადებს, რომ „რა ციფრებიც დადეს, ეს მხოლოდ ზღვაში წვეთია იმასთან შედარებით, რაც ამ ქვეყანაში ხდება“.

„13 წლის განმავლობაში ამ ქვეყანაში აღვირახსნილი კორუფცია იყო და ამაზე ოპოზიცია მუდმივად საუბრობდა. განსაკუთრებით „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ მუდმივად ვსაუბრობდით კორუფციულ სქემებზე ხელისუფლების შტოში, იმაზე რომ პატარა ჩინოვნიკებიც კი, მერიის სამსახურის უფროსებიც კი იპარავენ ამ ქვეყანაში. საქართველო არის ე.წ. შავი ხვრელი ფულის გათეთრების საქმეზე. როცა ვსაუბრობდით, „ქართული ოცნების“ პასუხი ყოველთვის იყო პროპაგანდა და აგრესია, ოპოზიციის ტყუილში დადანაშაულება. ახლა ფაქტობრივად აღიარა ხელისუფლებამ და გვითხრა, რომ საქართველოში აღვირახსნილი კორუფცია იყო. როგორ წარმოგიდგენიათ, ამ ქვეყანაში ამხელა ფული ისე გათეთრდეს, რომ ერთი ადამიანი ყოფილიყო ამაში ჩართული? საბაჟო სად იყო, სუს-ი სად იყო, პრემიერი სად იყო, შსს სად იყო, ეროვნული ბანკი სად იყო, ეს პირდაპირ ლარზე ახდენდა გავლენას“, - განაცხად ანა წითლიძემ.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი