სუს-ი „ჰექსოგენის“ საქმეზე - მიუხედავად იმისა, რომ მოწმე პირდაპირ მიუთითებს უკრაინის სპეცსამსახურებზე, როგორც შემკვეთზე, ორი პირის დაკავებისთანავე, ეცნობა საგარეო საქმეთა სამინისტროს, რომელმაც დაუყოვნებლივ აცნობა უკრაინის საელჩოს წარმომადგენელს

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, რომ „ჰექსოგენის“ საქმეზე დაკავებული ორი პირის შესახებ უკრაინის საელჩოს ოფიციალური შეტყობინება დაუყოვნებლივ გაეგზავნა.

სუს-ის ცნობით, სამინისტრომ დაუყოვნებლივ აცნობა უკრაინის საელჩოს წარმომადგენელს, ანდრეი ბილიკს, რომელმაც ოფიციალური გზავნილის მიღება დაადასტურა.

“მიუხედავად იმისა, რომ საქმეში ერთ-ერთი მოწმე პირდაპირ მიუთითებს უკრაინის სპეცსამსახურებზე, როგორც დანაშაულის შემკვეთზე, აღნიშნული ორი პირის დაკავებისთანავე, ჯერ კიდევ იმ ეტაპზე, როცა გამოძიება მხოლოდ ერთი მუხლით იყო დაწყებული, კანონით დადგენილი წესით ეცნობა საგარეო საქმეთა სამინისტროს, რომელმაც ჩვენთვის ცნობილია, რომ ასევე დაუყოვნებლივ აცნობა უკრაინის საელჩოს წარმომადგენელს, კერძოდ, ანდრეი ბილიკს. ამ უკანასკნელს დადასტურებული აქვს შესაბამისი ოფიციალური გზავნილის მიღებაც”, - აცხადებენ სუს-ში.

მანამდე, საქართველოში უკრაინის საელჩომ ასაფეთქებელი ნივთიერება „ჰექსოგენის“ უკანონო ტრანსპორტირებაში ეჭვმიტანილ უკრაინის ორ მოქალაქესთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა.

განცხადების თანახმად, საელჩოს ქართული მხრიდან არ მიუღია ოფიციალური ინფორმაცია მათ წინააღმდეგ ამ ბრალდებებით სისხლის სამართლის საქმის აღძვრის შესახებ და აღინიშნება, რომ საელჩოს საკონსულო თანამშრომლები ყოვლისმომცველ ზომებს იღებენ, რათა საქართველოს სამართალდამცავი ორგანოებისგან მიიღონ ნებართვა უკრაინელ მოქალაქეებთან შესახვედრად.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს