გიგი გიგიაძე - ვენის კონვენციაში არსად არის ჩანაწერი, რომ ელჩი არ უნდა შეხვდეს ოპოზიციის წარმომადგენელს - პირდაპირ გადმოტანილია რიტორიკა, რაც თავის დროზე რუსეთსა და ბელარუსში ისმოდა

არსად ვენის კონვენციაში მსგავსი ჩანაწერი არ არის, რომ ელჩი ადგილსამყოფელ ქვეყანაში არ უნდა შეხვდეს ოპოზიციის წარმომადგენელს, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილმა მოადგილემ, ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის უფროსმა მკვლევარმა, ყოფილმა ელჩმა, გიგი გიგიაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „რეზიუმე“ განაცხადა, რითაც ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ ელჩების შესახებ გაკეთებულ კრიტიკულ განცხადებებს გამოეხმაურა.

გიგიაძის თქმით, დემოკრატიულ ქვეყანაში ელჩები იზოლირებული ვერ იქნებიან და პირიქით, ვალდებული არიან, რომ შეხვდნენ ყველა პოლიტიკურ მოთამაშეს, ყველა პოლიტიკოსს და ჰქონდეთ მათთან ძალიან ახლო ურთიერთობა.

„როგორც წესი, დემოკრატიულ ქვეყნებში ელჩები ხვდებიან როგორც ხელისუფლების, ასევე ოპოზიციის წარმომადგენლებს. ვენის, 1961 წლის კონვენცია დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ, არ ზღუდავს დიპლომატებს ადგილსამყოფელ ქვეყანაში გამართონ შეხვედრები, როგორც ხელისუფლებაში მყოფი პოლიტიკური პარტიების, ისე ოპოზიციაში მყოფი პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებთან. ვერავინ ვერ აიძულებს მათ, რომ ეს არ გააკეთონ. ხდება აპელირება იმაზე, რომ თითქოს ისინი არ უნდა ჩაერიონ საშინაო საქმეებში და ვენის კონვენციის ამ კუთხით წაკითხვა ხდება მარტო ავტორიტარულ ქვეყნებში, როგორიცაა რუსეთი, ბელორუსი. პირდაპირ არის გადმოტანილი იგივე რიტორიკა, რაც ამ ქვეყნებში ისმოდა თავის დროზე.

არსად ვენის კონვენციაში მსგავსი ჩანაწერი არ არის, რომ ელჩი ადგილსამყოფელ ქვეყანაში არ უნდა შეხვდეს ოპოზიციის წარმომადგენელს, პირიქით, ელჩები ვალდებულნი არიან, რომ შეხვდნენ ყველა პოლიტიკურ მოთამაშეს, ყველა პოლიტიკოსს და ჰქონდეთ მათთან ძალიან ახლო ურთიერთობა. ასევე, ისინი ვალდებული არიან ესაუბრონ სამოქალაქო სექტორს, არასამთავრობო ორგანიზაციებს და მიიღონ მაქსიმალური ინფორმაცია იმისათვის, რომ საკუთარი დედაქალაქები მოამარაგონ სწორი და ობიექტური ინფორმაციით, თუ რეალურად რა ხდება ამ ქვეყანაში. მათ ამას ვერავინ აუკრძალავს და ამის უფლებაც გააჩნიათ“, - განაცხადა გიგი გიგიაძემ.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის