პეტრე ცისკარიშვილი - მნიშვნელოვანია, აშშ-ში იცოდნენ, რომ საქართველოში არიან პოლიტიკური ძალები, რომელთაც შესწევთ უნარი ქვეყანა კრიზისიდან გამოიყვანონ - ქვეყანა უნდა დაუბრუნდეს სტრატეგიულ პარტნიორობას ამერიკასთან

მნიშვნელოვანია, რომ აშშ-ში იცოდნენ: საქართველოში არიან პოლიტიკური ძალები, რომელთაც შესწევთ უნარი ქვეყანა კრიზისიდან გამოიყვანონ და ფუნდამენტური დემოკრატიული რეფორმები გაატარონ. საქართველო უნდა დაუბრუნდეს სტრატეგიულ პარტნიორობას აშშ-სთან, რომელიც ათწლეულების განმავლობაში არსებობდა, - ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” გენერალურმა მდივანმა, პეტრე ცისკარიშვილმა განაცხადა, რომელიც აშშ-ში ვიზიტით იმყოფება პარტიის სხვა ლიდერებთან ერთად.

„ჩვენმა მეგობრებმა და პარტნიორებმა შეერთებულ შტატებში აუცილებელი და მნიშვნელოვანია იცოდნენ, რომ საქართველოში არიან პოლიტიკური ძალები, ვისაც შესწევთ უნარი, ქვეყანა გამოიყვანონ იმ კრიზისიდან, რომელშიც სამწუხაროდ „ქართულმა ოცნებამ“ შეიყვანა, შესწევთ უნარი, რომ გაატარონ ფუნდამენტური დემოკრატიული უფლებები, ღირებულებით სისტემაში ევროპასთან და ამერიკასთან თანხვედრაში მოვიდეს საქართველოც. ასევე, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია ჩვენთვის ვაშინგტონში, საქართველო დაუბრუნდეს იმ პოლიტიკურ სტრატეგიულ პარტნიორობას შეერთებულ შტატებთან, რომლებიც ათწლეულობის განმავლობაში ორ ქვეყანას ჰქონდა“, - განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.

პრესსამსახურის ინფორმაციით, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” დელეგაციამ ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის ფარგლებში ოფიციალური შეხვედრები დაიწყო. “ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა, პარტიის გენერალური მდივანი პეტრე ცისკარიშვილი და პარტიის ლიდერი ლევან სანიკიძე კონგრესმენ ჯო უილსონს შეხვდნენ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს