მედია - კირ სტარმერი პალესტინის სახელმწიფოს აღიარებას დონალდ ტრამპის სახელმწიფო ვიზიტის შემდეგ გეგმავს

გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი, კირ სტარმერი შაბათ-კვირას, მას შემდეგ, რაც აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი გაერთიანებულ სამეფოში სახელმწიფო ვიზიტს დაასრულებს, პალესტინის სახელმწიფოს აღიარებს, - ინფორმაციას The Guardian-ი ავრცელებს.

პრემიერ-მინისტრმა ადრე განაცხადა, რომ პალესტინის სახელმწიფოს გაერო-ს გენერალური ასამბლეის დაწყებამდე აღიარებს, თუ ისრაელი ღაზაში ჰუმანიტარული სიტუაციის გასაუმჯობესებლად საჭირო პირობებს არ შეასრულებს.

გაერო-ს სამიტზე მსოფლიო ლიდერების მონაწილეობით მაღალი დონის შეხვედრები 23 სექტემბერს დაიწყება. Times-ის ცნობით, სტარმერმა ოფიციალური განცხადების გაკეთება იმის შესახებ, რომ გაერთიანებული სამეფო პალესტინის სახელმწიფოს აღიარებს, ტრამპის წასვლამდე გადადო, რადგან შიშობს, რომ ეს საკითხი, შესაძლოა, ხუთშაბათს დაგეგმილ პრესკონფერენციაზე დომინირებდეს.

ავთანდილ წულაძე - თუ ფორსმაჟორული ვითარება შეიქმნა, საქართველოს მოკავშირე არ ეყოლება, მოგვიწევს ისეთი დიპლომატიური ნაბიჯების გადადგმა, რომ მივიღოთ უსაფრთხოების გარანტიები
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2026
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს