„ქართული ოცნება“ - დანაშაულის კონტროლის ეფექტურობით საქართველო მსოფლიოს საუკეთესო ოცეულშია

ევროკომისია, მსოფლიო მართლმსაჯულების პროექტის კანონის უზენაესობის გამოკვლევის ფარგლებში, დანაშაულის კონტროლის ინდექსს აქვეყნებს. საქართველომ შეფასების 100 პროცენტიანი სისტემით 92% მიიღო და მსოფლიოში 17-ე ადგილზე გავიდა, - ამის შესახებ ინფორმაციას „ქართული ოცნება“ ავრცელებს.

მმართველი პარტიის ცნობით, დანაშაულის კონტროლის ეფექტურობით საქართველო უსწრებს დიდი შვიდეულის 6 ქვეყანას (იაპონიის გარდა), ევროკავშირის და ნატოს წევრ 24 სახელმწიფოს. ეს ქვეყნებია: ამერიკის შეერთებული შტატები, კანადა, დიდი ბრიტანეთი, გერმანია, საფრანგეთი, იტალია, ესპანეთი, ირლანდია, ნიდერლანდები, ჩეხეთი, ლატვია, ლიერტუვა, უნგრეთი, რუმინეთი, ალბანეთი, სლოვაკეთი, ბულგარეთი, მალტა, ბელგია, კვიპროსი, თურქეთი, საბერძნეთი, ჩრდილოეთ მაკედონია.

„დანაშაულის კონტროლის ეფექტურობით მსოფლიოში სინგაპური, ევროპაში კი ნორვეგია ლიდერობს.

დანაშაულის უკონტროლობით ყველა მძიმე ვითარება მექსიკასა და ვენესუელაში ფიქსირდება.

ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებული ინდიკატორი, განმარტების მიხედვით, ზომავს კრიმინალური დანაშაულის გავრცელებას ქვეყნებში და და ასევე ადამინების ზოგად აღქმას უსაფრთხოების და დაცულობის შესახებ.

ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებულ კვლევას მსოფლიო მართლმსაჯულების პროექტი აწარმოებს, რომლის სათაო ოფისი ამერიკის შეერთებულ შტატებში მდებარეობს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

https://composite-indicators.jrc.ec.europa.eu/explorer/indices/rol/rule-of-law-index

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს  წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს