სამართალდამცველებმა განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის 2021 წლიდან ძებნილი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ სამძებრო ღონისძიებების შედეგად, განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის 2021 წლიდან ძებნილი, 1992 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი, დ.მ. დააკავეს.

შსს-ს ინფორმაციით, თავად ფაქტი 2019 წელს მოხდა.

„მსჯავრდებულმა, თბილისში, 2019 წლის 26 აპრილს, 1993 წელს დაბადებულ მ.თ.-ს. გულმკერდის არეში ცივი იარაღით დაზიანებები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, დ.მ.-ს დაუსწრებლად შეეფარდა 8 წლით თავისუფლების აღკვეთა. დ.მ. გადაყვანილია პენიტენციურ დაწესებულებაში“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი