Reuters - საფრანგეთში, ბიუჯეტის შემცირების წინააღმდეგ დაგეგმილი საპროტესტო აქციების ფარგლებში, ათასობით ადამიანი გაიფიცება

საფრანგეთში, ბიუჯეტის შემცირების წინააღმდეგ დაგეგმილი საპროტესტო აქციების ფარგლებში, ათასობით ადამიანი გაიფიცება, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

Reuters-ის ცნობით, დღეს საფრანგეთში მასწავლებლები, მძღოლები და ექიმები გაიფიცებიან და ქვეყნის მასშტაბით დაგეგმილ მასშტაბურ საპროტესტო აქციებს შეუერთდებიან.

პროფკავშირები ქვეყნის პრემიერ-მინისტრის, სებასტიან ლეკორნუს მიერ დაგეგმილ ბიუჯეტის შემცირებას ეწინააღმდეგებიან და საჯარო სერვისებისთვის დაფინანსების გაზრდას, მდიდრებზე მაღალი გადასახადების დაწესებასა და სახელმწიფო საპენსიო სისტემის არაპოპულარული ცვლილებების გაუქმებას ითხოვენ.

საფრანგეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, მოსალოდნელია, რომ საპროტესტო აქციებში მონაწილეობას 800 000-მდე ადამიანი მიიღებს.

ამასთან, შინაგან საქმეთა მინისტრის, ბრუნო რეტაიოს ცნობით, საპროტესტო აქციების დროს წესრიგის უზრუნველყოფის მიზნით 80 000 პოლიციელი იქნება მობილიზებული.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს